საზოგადოება

ლაშა კილაძე: სპეციალისტების აზრით, ოპიუმის მომხმარებელთა 40-45% ნარკოტიკის მიღებას მარიხუანას მოხმარებით იწყებდა

01.12.16 18:35


„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით და მის მავნებლობაზე ექსპერტების კვლევებს იშველიებს.

ლაშა კილაძის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ის აცხადებს, რომ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლების გარკვეული კატეგორია ნარკოტიკის მიღებას მარიხუანას მოხმარებით იწყებდა.

“მარიხუანას მოხმარება, რასაკვირველია, შეიცავს რისკებს, დღესდღეობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არის ექსპერტების მოსაზრებები, რაც პროცენტულ მაჩვენებელს ეყრდნობა. მაგალითად, 40-45% ოპიუმის მომხმარებლებისა ნარკოტიკს პირველად მარიხუანას სახით ეზიარა. ასევე, ამერიკაში, ექსპერტების აზრით, კოკაინის მომხმარებელთა 9 % მარიხუანათი იწყებდა ნარკოტიკის გასინჯვას.

ამით არ ვამტკიცებთ, რომ მარიხუანას ყველა მომხმარებელი გადავა მძიმე ნარკოტიკზე, თუმცა რისკები, რასაკვირველია, არსებობს,“ -განაცხადა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები