საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია

02.12.16 16:15


სახელგანთქმულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა სინიორთა (65+ ასაკობრივი კატეგორია) შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ტურნირში, რომელიც ჩეხეთის ქალაქ მარიანსკ-ლაზნეში გაიმართა. ამის შესახებ ფიდეს ოფიციალური გვერდი იტყობინება.

9 შესაძლო ქულიდან, გაფრინდაშვილმა 8 მოაგროვა (7 მოგება და 2 ფრე) და გაუსწრო რუს ელენა ფატილიბეკოვას ნახევარი ქულით. ბრინჯაოს მედალი თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა. მის აქტივში 6,5 ქულაა.

გაფრინდაშვილისათვის, ეს არის ამ ტურნირში ზედიზედ მესამე გამარჯვება და მეხუთე ტურნირის ისტორიაში.

მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი 50+ ასაკობრივ კატეგორიაში ასევე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბაგათუროვი გახდა. იმავე კატეგორიაში მესამე ადგილი ზურაბ სტურუამ მოიპოვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები