საზოგადოება

დღეიდან 7 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება

05.01.24 16:40


საქართველოს მასშტაბით დღეიდან ამინდი გაუარესდება, შვიდი იანვრიდან კი გამოიდარებს. მოსალოდნელ ამინდის პროგნოზზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში საუბრობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.

 

„დღეისთვის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მთებში და მაღალ მთებში მოთოვს, ზოგან ძლიერად და შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ზვავსაშიშროებებიც გამოიწვიოს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები