საზოგადოება

საქართველოს წლის დასაწყისიდან 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

02.12.16 22:00


საქართველოს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 5,8 მლნ ვიზიტორზე მეტი ეწვია, აქედან ტურისტი 2,5 მილიონზე მეტი იყო, ამაზე ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები მეტყველებს.

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ, გასული წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 7,9% შეადგინა, ხოლო ტურისტების — 19,3%-მა.

წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს ეწვია აზერბაიჯანიდან (+9,8%), სომხეთიდან (+1%), თურქეთიდან (-9,8%), რუსეთიდან (+13%) და უკრაინიდან.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოს დაახლოებით 458,5 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემზე 5,1%-ით მეტია. აქედან ტურისტი 164 ათასზე მეტი ადამიანი (+14,1%) იყო. ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში იყო სომხეთიდან (+10,8%), აზერბაიჯანიდან (-1,8%), თურქეთიდან (-12,1%), რუსეთიდან (+9,8%) და უკრაინიდან (+15,9%). რაც შეეხება ევროკავშირს, განსაკუთრებით პოპულარული საქართველო იყო ლიტველებისთვის (+71%), პოლონელებისთვის (+49%), გერმანელებისთვის (+32%), ფრანგებისთვის (+24%) და დიდი ბრიტანელებისთვის (+20%). ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+487%), საუდის არაბეთიდან (+183%), ინდოეთიდან (+133%), ჩინეთიდან (+112%), უზბეკეთიდან (+112%) და ბელარუსიდან (+30,5%). 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან 867,9 მლნ აშშ დოლარი (+13,2%) შეადგინა. ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 7,1% შეადგინა (ზრდა +8,1%).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები