ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

03.12.16 21:30


პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორო “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საგადასახადო ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებაც 2017 წლიდან იგეგმება. აღინიშნა, რომ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით, მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, დამატებითი შემოსავლების მიღება, როგორიცაა ცალკეულ პროდუქციაზე, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდა.

ითქვა, რომ თამბაქოს ნაწარმი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო ჯგუფია. მისი იმპორტი ყოველწლიურად 100 მლნ. დოლარზე მეტი ვალუტის გადინებას იწვევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა გამოკვლევების მონაცემებით, დღეისათვის თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელია ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრება, საგადასახადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ სექტორში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები