ეკონომიკა

პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღე მიულოცა

03.12.16 21:40


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს საერთაშორისო დღე მიულოცა.

შშმ პირთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 3 დეკემბერს აღნიშნება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველას მოვალეობაა შშმ პირთათვის ისეთი პირობების შემნა, რომ მათი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს.

„მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები