ეკონომიკა

საქართველოში ავტომფლობელებისთვის გადასახადის დაწესება იგეგმება

03.12.16 22:10


საქართველოს მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან ქონების გადასახადის დაწესებას გეგმავს ავტომობილების იმ მფლობელებისთვის, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, იუწყება ტელეარხი „პალიტრა ტვ“.

საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე განაცხადა, რომ იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობროდუქტებზე აქციზის გაზრდას აპირებს. ექსპერტების პროგნოზით, ეს საწვავის გაძვირებას და შემდეგ სხვადასხვა საქონელზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ფასები მხოლოდ 0,5–0,6%–ით გაიზრდება.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ავტომობილის მფლობელისთვის ქონების გადასახადი მანქანის გამოშვების წელზე იქნება დამოკიდებული.

ერთ წლამდე ავტომობილებისთვის განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობის გადასახადი, 1 წლიდან 5 წლამდე ავტომობილებისთვის – 240 ლარი, ხუთიდან ათ წლამდე – 120 ლარი, ხოლო ათ წელზე ზევით – 60 ლარი. საქართველოს მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო დროს ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ქვეყნის ეკოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს და ართულებს გადაადგილებას დიდი ქალაქების გზებზე. 2015 წელს საქართველოში 1 მლნ ავტომობილი იყო, მოსახლეობა კი 3,7 მლნ–ს შეადგენს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები