პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ახლა ის უფლებები რომ ჰქონდეს, რაც თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა, შეიძლება არანაკლები ყოფილიყო

09.02.24 16:03


სალომე ზურაბიშვილს ახლა ის უფლებები რომ ჰქონდეს, რაც თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა, შეიძლება არანაკლები ყოფილიყო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება კიდევ ერთხელ ხვდება იმას, რომ პოლიტიკური წარსული არა თუ მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ზურაბიშვილსაც ბუნებრივად არ გააჩნია.

 

„რეალურად მას რომ ჰქონოდა და ჰქონდეს ის უფლებები, რაც თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა, შეიძლება არანაკლები ყოფილიყო, სამწუხაროდ. ანუ დღევანდელი ფორმალური პრეზიდენტი არის ტროლეიბუსივით, კონსტიტუციურად შეზღუდული, დაბმული და მაინც ცდილობს დააზიანოს ქვეყანა და აიშვას და უფლებები რომ ჰქონდეს ხომ წარმოგვიდგენია რას გააკეთებდა?! საქართველოს საზოგადოება კიდევ ერთხელ ხვდება იმას, რომ პოლიტიკური წარსული არა თუ მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ზურაბიშვილსაც ბუნებრივად არ გააჩნია“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

ერთიანობის პლატფორმა ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი თავისი ინიციატივის ფარგლებში ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს. ორბელიანების სასახლეს ამჯერად ნიკა მელია ესტუმრა. დღესვე დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა „მოქალაქეებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“. „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრაზე მისვლის მზაობას ადასტურებს, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები