პოლიტიკა
19.02.24 15:25
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციაზე წარმოდგენილი არ არის ისაა, რომ ივანიშვილს ევროპაში პარტნიორი და მეგობარი აღარ ჰყავს.
როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქეებს 2024 წელს შესაძლებლობა აქვს ეს ყველაფერი შეცვალონ.
„მიხეილ სააკაშვილს ბრალი, მათ შორის იმაზე აქვს წარდგენილი, რომ 2011 წელს მიუნხენის კონფერენციას დაესწრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ. ასევე, კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს ჰილარი კლინტონს „რედბულით“ რომ გაუმასპინძლდა. ეს ბრალში წერია, ეს ივანიშვილის პარტიამ ბრალში დაწერა. ამიტომ ყველას ესმის, რომ ეს უსამართლო პატიმრობაა. ამ პირობებში, როცა ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციაზე არ არის წარმოდგენილი, სადაც ჩვენი რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება, ამასაც კარგად იაზრებს, თუ რატომ ხდება ეს. მიზეზი მარტივია - ივანიშვილს ევროპაში, დასავლეთში არანაირი პარტნიორი, მეგობარი აღარ ჰყავ ჩვენდა სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე. 2024 წელს შესაძლებლობა გვაქვს, ეს ყველაფერი შევცვალოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ, ღიად, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მას შეუძლია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო.
„თქვენ მოგისმენიათ დასავლელი ლიდერების განცხადებები, იგივე მაკრონის განცხადება მოგისმენიათ, რომ „პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“; მოგისმენიათ ზელენსკის განცხადება; გინახავთ და წაგიკითხავთ ბორის ჯონსონის მილოცვა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, როცა დაბადების დღეს ულოცავდა. თქვენ გინახავთ, დასავლელი ლიდერების განცხადებები და მათ შორის, ნახეთ მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ, ღიად პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს როგორ მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. თუ სალომე ზურაბიშვილსაქვს რაიმე ევროპული ღირებულება და თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მას შეუძლია პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო. აღადგინოს იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს.
ჩვენს ხალხს უნდა ეკონომიკური დოვლათი და უნდა, რომ ამ ქვეყნიდან არ გაიქცნენ. ასევე, ღირსეული სამუშაო ადგილები და ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ამაზე უნდა დარდობდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია, მათი სადარდებელი იყოს ის, რომ ნორმალურ, კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნები ჩატარდეს და რატომ ღელავენ? თუ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს გარემოს და მიცემს მათ მთავარ კონკურენტს შესაძლებლობას, შეხვდეს ხალხს და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა? როგორ უნდა? და რა ხელისუფლება უნდა? ამიტომ მე მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ნუ ნერვიულობენ, ნუ ღელავენ და სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24