პოლიტიკა
19.02.24 16:30
არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორუმი, სადაც მთელი ევროპელი და დასავლელი ლიდერები იკრიბებიან, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები, არამედ ბიზნესწრეები და ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს. როცა ივანიშვილის პარტია ამას ბოიკოტს უცხადებს, პირდაპირ ნიშნავს, რომ იცავს პირდაპირ ივანიშვილის ინტერესებს და არ იცავს ხალხის ინტერესებს. არა მხოლოდ პოლიტიკური შეკრებები, სადაც პირდაპირ განიხილებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი, არამედ რატო არ დაელაპარაკნენ იმ ინვესტორებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია და ჩვენს რეგიონში ეძებენ ალტერნატიულ ადგილებს, სად შეიძლება, თავისი საწარმოები და ოფისები გადაიტანონ. აი, ამიტომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში და ამიტომ ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში, რადგან მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმ დროს ჩავიდა, როდესაც ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია.
„არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაა, ხალხო. ყველა მაღალი რანგის ადამიანი წარმოდგენილია მიუნხენის კონფერენციაზე. ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები და ქვეყნების ლიდერები, არამედ წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველამსხვილი კომპანია, რომელიც საინვესტიციო ბაზარს ეძებს. რა ბრიუსელი ამ დროს? აი, იქ არის ბრიუსელი. ჩათვალეთ, მიუნხენშია ბრიუსელი და იქ არიან ადამიანები. როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავ, ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება. ბრიუსელში რომ ჩავიდა და ყველა ევროპელი ლიდერი რომ მიუნხენშია, ანუ რას ნიშნავს, რომ საერთოდ არავისთან შეხვედრა არ გინდა. აი, ეს არის პრობლემა. ამაშია ჩვენსა და მათ შორის განსხვავება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
1tv.ge
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24