პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს

19.02.24 17:42


22 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 21 თებერვალს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენს.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 23 თებერვალს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგება.

 

მიმდინარე სასესიო კვირაში თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

 

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები