პოლიტიკა

პიტერ სიიარტო - საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას

20.02.24 14:02


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წინსვლისთვის.

 

„გაფართოების პოლიტიკა შეიძლება იყოს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა წევრი ქვეყანა მას საჯაროდ უჭერს მხარს, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ხელის მუხრუჭს აჭერს“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი „ფეისბუქზე“.

 

მისი თქმით, საქართველო დიდი ხანია იმსაურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

„საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა. უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესაებ მოლაპარაკებებისკენ“, - აცხადებს პიტერ სიიარტო.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები