პოლიტიკა
20.02.24 16:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
მისივე თქმით, ბრიუსელში გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და ახლა მთავარი გადაწყვეტილებები პარტნიორებმა უნდა მიიღონ.
„ზოგადად, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი. სწორედ ეს იყო არჩევანი, პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. იცით, რომ ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ბრიუსელში, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში. ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ჩვენი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს, ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისეთივე გაბედული იქნებიან, როგორც საქართველო არის გაბედული უკვე ათწლეულებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
1tv.ge
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24