პოლიტიკა

პრემიერი - გულისყურით მოვეკიდებით თითოეული იმ ადამიანის ინტერესს, რომელსაც შოვში მიწის ნაკვეთები ჰქონდა - იქ, ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება რეკომენდებული არ არის

23.02.24 16:40


პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გულისყურით მოეკიდებიან თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელსაც შოვში კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა ჰქონდა.

 

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შოვში მომხდარ ტრაგედიაზე.

 

„რაც შეეხება შოვს, დასკვნა ასეთია - იქ, ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება რეკომენდებული არ არის. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. მათ შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გულისყურით მოვეკიდებით თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელსაც იქ, ჰქონდა კონკრეტული მიწის ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა. დანარჩენი უკვე დეტალური კონსულტაციების საქმეა. შესაბამის მინისტრებთან ერთად მექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე, მათ შორის სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე უნდა დადგინდეს ის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები, რა ტიპის კომპენსაციები უნდა გაიცეს შესაბამისი ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები