ანალიტიკა

გადაინაცვლებს თუ არა ომი უკრაინიდან სომხეთში?

28.02.24 16:35


საინფორმაციო სივრცეში თითქმის ერთმანეთის პარალელურად უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.

 

ჯერ ერთი, იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შესაძლოა სომხეთს 4 მარტს ესტუმროს, რის შემდეგაც უკრაინის ლიდერი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ამის შესახებ რადიო Azatutyun - სომხური რადიო თავისუფლება იტყობინება, რომელიც, მოგეხსენებათ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რუპორია.

 

მეორეც, იგივე ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ თითქოს რუსეთი ამზადებს სპეცოპერაციას „მაიდანი 3“, რომლის არსია პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკის ლეგიტიმურობა 2024 წლის 20 მაისის შემდეგ, როდესაც მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ეჭვქვეშ დააყენოს. კანონის თანახმად კი, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ ვერ ჩატარდება, რადგან უკრაინაში საომარი მდგომარეობაა.

 

განცხადება უკრაინის პრეზიდენტთან არსებული დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა, რომლის მონაცემებით, ამ კამპანიამ კულმინაციას 2024 წლის მარტ-მაისში უნდა მიაღწიოს. მოსკოვი, კომიტეტის თქმით, გეგმავს უკრაინელებში პანიკისა და სასოწარკვეთის დათესვას, კიევის მოკავშირეებთან დაპირისპირებას და იარაღის მიწოდებისა და მობილიზაციის შეფერხებას.

ყველას, ვინც ჩახედულია უკრაინის ამჟამინდელ რეალობაში, კარგად ესმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა, დიდი ალბათობით, უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე  ზელენსკის ჩანაცვლება გადაწყვიტეს. შემცვლელიც მოიძებნა - უკრაინის ჯარების ახლად გადამდგარი მეთაური, ვალერი ზალუჟნი, რომლის პოპულარობა საზოგადოებაში გაცილებით მაღალია, ვიდრე ზელენსკისა. მის პოპულარობას მხარს უჭერენ პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

სავარაუდოდ, თავად ზელენსკის ესმის, რომ უკრაინის სათავეში მისი ყოფნის ვადა იწურება. მან თავისი „როლი ბოლომდე უნდა შეასრულოს“, როგორც პროფესიონალმა მსახიობმა. უფრო მეტიც, გლობალური რეჟისორების გეგმების მიხედვით, უკრაინაში ომი უნდა „გაიყინოს“. ამავდროულად, შესაძლებელია, რომ ომმა დედამიწის სხვა ნაწილში იფეთქოს, სადაც, დიდი ალბათობით, ვლადიმერ ზელენსკი „ომის ესტაფეტის გადატანას“ აპირებს.

 

უკრაინაში ომის გაყინვა აუცილებელია არჩევნების ჩასატარებლად (და ზელენსკის ჩასანაცვლებლად, რომელსაც უფლებამოსილება, ომი რომ არა, 2024 წლის 20 მაისს ნამდვილად უნდა ამოწურებოდა) ზალუჟნის სასარგებლოდ. დიდი ალბათობით, „იმისთვის, რომ რიგით მესამე მაიდანი არ ჩატარდეს“ რუსეთის ფედერაციასთან რაიმე სახის ზავი დაიდება.

 

შემდეგ უკრაინაში საომარი მდგომარეობა მოიხსნება და საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს „უფრო დამყოლი“ და უკრაინაში ზავს დათანხმდეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკარონმა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.

 

კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ალიანსის შექმნის გეგმის შესახებ. მისი თქმით, მათი მთავარი ამოცანა კიევისთვის საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება იქნება და ის უკრაინაში ჯარების პირდაპირ გაგზავნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

ამავე დროს, იგივე მაკრონმა და მისმა მთავრობამ ახლახანს მრავლისმთქმელი ნაბიჯი გადადგეს სომხეთის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ გამიზნულად არღვევს რუსეთთან ალიანსსა და „საფრანგეთის ყველაზე მეგობრულ ქვეყანად“ გარდაისახება. ერევანი ჩქარობს გაემიჯნოს თავის ძველ მოკავშირეს, ახალი მოკავშირეები საფრანგეთის მეთაურობით მოიზიდოს  და ომი დაიწყოს.

ასე რომ, ზელენსკის მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი ექნება ერევანში. ლეგიტიმურობისა და პოპულარობის დასასრულს, „მეგობარი მაკრონის“ (რომელიც სიტყვიერად ჰპირდება უკრაინის მხარდაჭერას) ლოცვა-კურთხევით, ვლადიმერ ზელენსკი აპირებს „დასავლური სამყაროს სამხედრო მხარდაჭერის ესტაფეტა“ გადაულოცოს სომხეთს, რომელიც დასავლური საზოგადოების ცნობიერებაში სულ უფრო მეტად არის წარმოდგენილი, როგორც არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ რუსეთის „აგრესიის მსხვერპლად“.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე გამოაცხადა სომხეთის მონაწილეობის გაყინვის შესახებ „კუხოში“. საკითხი რუსი მესაზღვრეებისა და გიუმრის ბაზის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ უკვე დადგა. ეჭვგარეშეა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთში ანტირუსული ქმედებების ახალი ტალღა დაიწყება, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ სომხეთი მსოფლიო საზოგადოების გონებაში მალე იქნება წარმოდგენილი არა როგორც „რუსეთის მოკავშირე“, რომელიც დაეხმარა მას სანქციების გვერდის ავლაში (როგორც ეს ბოლო დრომდე იყო), არამედ „რუსეთის მსხვერპლი“. მართალია, არა იმ აგრესიისა, როგორიც უკრაინაშია, არამედ „რუსული ღალატისა" და „ოკუპაციისა“.

 

ცხადია, სომეხი ნაციონალისტები შეეცდებიან დააჩქარონ „სამხედრო შურისძიების“ პროცესი. თუ მათი ლოგიკით, ყარაბაღისთვის ომში დამარცხება რუსეთის ბრალი იყო,  რუსეთთან ურთიერთობის დაჩქარებული გაწყვეტის შემდეგ, დროა დაიწყოს ახალი ომი  საფრანგეთთან, ინდოეთთან და ირანთან ალიანსში.

 

ქართველმა პოლიტოლოგმა ლევან პირველმა რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან საუბარში დაასკვნა, რომ სომხეთი შეეცდება რაც შეიძლება მალე გააჩაღოს ასეთი ომი. ის თვლის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი შესაძლებელია. უფრო მეტიც, მისი ინიციატორი იქნება სომხეთი, რომელიც დღეს სამხედრო დახმარებას ღებულობს საფრანგეთიდან, ინდოეთიდან და ირანიდან და დასავლეთისა და  ახალი მოკავშირეების ამ ახალი კოალიციის იმედი აქვს- ამის შესახებ ვრცლად 26-ე წუთიდან.

 

სომეხი ნაციონალისტების შეურაცხადობა საქვეყნოდაა ცნობილი. ასე რომ, თუ იგივე საფრანგეთი „ნიშანს მისცემს“, მაშინ, მიუხედავად აზერბაიჯანის მშვიდობისაკენ აშკარა ლტოლვისა, სომხეთმა შესაძლოა კვლავ მოაწყოს აგრესია ახალი მოკავშირეების დახმარების იმედით. ეს კი შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. მით უმეტეს, თუ უკრაინაში ყველაფერი მართლაც ომის გაყინვისა და ზავისკენ მიდის. აქ რუსეთის ფედერაციამ ავდიივკას აღება შესაძლოა „გამარჯვებად“ გამოაცხადოს, მაგრამ მეტის ძალა არ შესწევს, ხოლო  უკრაინას დასავლეთის „დოზირებული“ დახმარებისა და რესურსების ამოწურვის პირობებში კონტრშეტევის შესაძლებლობა არ გააჩნია.

 

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების პოტენციურ თეატრს, გაზაფხული, როდესაც მთები გამწვანებულია, სწორედ რომ ხელსაყრელი დროა დივერსიული ჯგუფების შეუმჩნეველი გადაადგილებისთვის პირობითი საზღვრის გავლით. აი, ამისთვის ემზადებიან სომხური ფორმირებები, იგივე ე.წ. „ეკრაპა მოხალისეთა კავშირი“.

 

იბრძოლებენ კი „ახალი მოკავშირეები“ სომხეთისთვის? საკითხავია. ჩეხოსლოვაკიამ (1938 წელს) და პოლონეთმა (1939 წელს) კარგად უწყიან, თუ როგორ "ეხმარება" საფრანგეთი მოკავშირეებს. ისე არ გამოვიდეს, რომ იმავე საფრანგეთის დაპირებებზე დაყრდნობით, სომხები დაკარგონ ის, რაც აქვთ. დაახლოებით ისევე, როგორც ეს მათ დაემართათ 1915 წელს.

 

ალექსანდრე ჩხეიძე

წაკითხულია : 910


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები