პოლიტიკა
28.02.24 17:19
ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით.
დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულება გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში.
„ოპოზიციიდან დეზინფორმაციული კამპანია ახლა უკვე სასამართლოს შესახებ, გრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ვეტინგის მეთოდით სასამართლოს გაჯანსაღება სურთ, ტყუილია. ვეტინგის მეთოდი გულისხმობს ერთადერთ რამეს - სასამართლოს მართვის სადავეების უცხოეთისთვის გადაცემას. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ადვილი მისახვედრია, რომ ნაცმოძრაობის ლობისტებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრული ხელყოფა სურთ.
ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით. ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება. ქართული მართლმსაჯულება ჩვენს მიერ გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში, მითუმეტეს, უცხო ძალების გავლენის ქვეშ.
უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ ოპოზიციისთვის ცხადზე ცხადია მოსალოდნელი მარცხი და ამიტომ ემზადებიან არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის, არეულობისთვის. ამჯერად არჩევნების „გაყალბების” დასასაბუთებლად აღარ გამოადგებათ მათივე პარტიული ენჯეოები, ამიტომ სურთ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ნაცმოძრაობის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციისთვის ყველაფერი პირადი კეთილდღეობით იწყება და სამშობლოს გაყიდვით მთავრდება. დამოუკიდებელი სასამართლოს უცხო ქვეყნისთვის გადაცემაც სწორედ მათ პირად მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ეს არ მოხდება და მათი მტრული მიზნებიც ამჯერადაც აუსრულებელი დარჩება. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება შენარჩუნებული,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
imedinews.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24