საზოგადოება
28.02.24 18:05
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა და საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) პრეზიდენტმა სილვან როიმ გახსნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და პროგრამის ბენეფიციარი, წარმატებული აგრობიზნესების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.
როგორც ინფორმაციაშია ათნიშნული, ოთარ შამუგიამ აშშ-ს მთავრობას და USAID-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა საწარმომ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო; დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები; საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება და რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
„აშშ და საქართველო 32 წელია პარტნიორობენ და ამ პერიოდის განმავლობაში, აშშ- საქართველოსთვის დაახლოებით 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და პროგრამამ გავლენა იქონია ასი ათასი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე“, - განაცხადა ელჩმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამის შედეგად, დაახლოებით 150 მლნ-მდე დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, CNFA ხუთ ნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა. პროგრამამ ქვეყნის მასშტაბით ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და ექსპორტის ზრდას.
პროგრამის პარტნიორები იყვნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და მედია საშუალებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24