პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ნებისმიერი მომენტისთვის ვიყოთ მზად

29.02.24 11:41


ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ნებისმიერი მომენტისთვის ვიყოთ მზად - როდესაც იქნება საამისოდ შესაბამისი სიტუაცია ევროკავშირში და მოხერხდება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, საქართველო არის და იქნება მზად მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირთან, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და გარდაუვალია, რომ შემდგომი ეტაპები მოხდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ზოგადად, მიმდინარე წელი არის საარჩევნო წელი როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირშიც. რა თქმა უნდა, რთულია დღეს ამ სიტუაციაში რაიმე კონკრეტული დაპირებების მიღება, როდესაც საუბარი ეხება საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ნებისმიერი მომენტისთვის ვიყოთ მზად - როდესაც იქნება საამისოდ შესაბამისი სიტუაცია ევროკავშირში და მოხერხდება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, საქართველო არის და იქნება მზად მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირთან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

imedinews.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები