პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო

29.02.24 16:05


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

 

უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომატს ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელსა და მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

 

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის პოლიტიკური მრჩეველი ლელა ლომაია.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები