ანალიტიკა

ეჩმიაძინის საბურნუთე და ‘სამი ყრმის’ მიტოვებული ალბანური მონასტერი - უტყვი მოწმე დანაშაულისა

05.03.24 15:35


აზერბაიჯანის არმიის მიერ გათავისუფლებული ყარაბაღის უძველეს ალბანურ სალოცავებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აღდერინის რაიონში მდებარე „სამი ჩვილის“ მონასტერს, უფრო ზუსტად კი „სამი ყრმისა“ ( მიძღვნილი სამი ყრმისადმი, რომელთაც უარი თქვეს კერპის თაყვანისცემაზე, ამის გამო ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, ისინი ღუმელში შეყარა, მაგრამ ისინი  სასწაულებრივად გადაარჩინა ანგელოზმა), სომხურ ენაზე მას „ერეკ მანკუნკის“ უწოდებენ. ფაქტია, რომ ეს მონასტერი დიდი ხნის განმავლობაში იყო ალბანეთის კათოლიკოსთა რეზიდენცია, რომლებიც ალბანელ კათალიკოსებს „ექიშპებოდნენ“ და განძასარის მონასტერში რეზიდენცია ჰქონდათ. ძველი ალბანეთის საკათალიკოსოს ყველა ქრისტიანზე პრეტენზიებს აცხადებდნენ. სწორედ ორ დაპირისპირებულ ალბანელ კათალიკოსს შორის მტრობამ ეჩმიაძინს ალბანური ეკლესიის მემკვიდრეობის მითვისება გაუადვილა.

 

მიუხედავად ამისა, ალბანელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სულიერი დედაქალაქი „ერეკ მანკუნკი“ გახლდათ, ისევე,  როგორც მათთვის, ვინც ალბანური იდენტობა (უდინები) შეინარჩუნა. ასევე მათთვის, ვისაც „გასომხება“ შეეხო, მათ შორის ყარაბაღელი ქრისტიანებისთვის, განსაკუთრებით აღდერინის რეგიონში. აქედან გამომდინარე, ძალიან უცნაურია ის, რომ  ე.წ. „არცახის“ სეპარატისტებმა მონასტერი „ერეკ მანკუნკი“ კატასტროფულ მდგომარეობამდე შეგნებულად მიიყვანეს. მიუხედავად ამისა, გაყალბებითა და გადაკეთებებით, მათ ასეა თუ ისე „აღადგინეს“ განძასარის მონასტერი, როგორც „სომხური“.

 

„სამი ყრმის“ მონასტერზე უკანონო კონტროლის წლებში ოკუპანტებს, სეპარატისტებსა და ეჩმიაძინს „თავი არც კი შეუწუხებიათ“ მონასტრის გუმბათი გაეწმინდათ და სახურავი ბუჩქებისა და ხეებისგან, რომლებიც ძველ ალბანურ სალოცავს ანგრევდნენ. ისევე, როგორც იგივე ბუჩქები და ხეები სომხების მიერ უკანონოდ მიტაცებული ქართული ჰუჯაბის მონასტრის სახურავსა და გუმბათს ანგრევს.

 

ყარაბაღი ბევრმა ყარაბაღელმა სომეხმა დატოვა, რომელთაც - მიუხედავად აზერბაიჯანის შეთავაზებისა დარჩენისა და მოქალაქეობის მიღების შესახებ (მათ შორის არიან ალბანელი ქრისტიანების ასიმილირებული შთამომავლები) - „სამი ყრმის“ მონასტრის შესახებ არც კი გაუგიათ. ახლა კი სომეხი ნაციონალისტები აზერბაიჯანის მხრიდან თითქოს „სომხური“, სინამდვილეში კი ოდესღაც მითვისებული ეჩმიაძინის მიერ, ალბანური სალოცავების „განადგურების საფრთხის“ შესახებ ისტერიულად გაჰყვირიან: განძასარისა და ხუდავენგის მონასტრების, ხოლო „სამი ყრმის“ მონასტრის, ანუ „ერეკ მანკუნკის“ შესახებ კი არაფერს ახსენებენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მათ ეს მონასტერი ამ მდგომარეობამდე თავად მიიყვანეს.

 

„სამი ყრმის“ მონასტრისადმი ამ დამოკიდებულების საიდუმლოს ფარდას ავხდით, თუ ყურადღებით წავიკითხავთ სომეხი მწერლისა და ისტორიკოსის რაფის ნაშრომს „ხამსის სამელიქო“, სადაც იგი აღწერს ყარაბაღელი სომხებისა და ქრისტიანების გადასახლებას ( რომელსაც რაფი ასევე „სომეხებს“ უწოდებს) საქართველოში, დამოუკიდებელი ქართული სამეფოს არსებობის ბოლო წლებში უკანასკნელი მეფის-გიორგი XII-ის დროს.

 

შეგახსენებთ, რომ ეჩმიაძინს სურდა ალბანეთის საკათალიკოსო და მისი მრევლი, მათ შორის საქართველოში გადმოსული მრევლი, სრული კონტროლის ქვეშ მოექცია. ორი მეტოქე ალბანეთის კათალიკოსის (განძასარიდან და ერეკ მანკუნკას) არსებობამ ეს ამოცანა გააადვილა. იმისათვის, რომ საბოლოოდ გაენადგურებინა ალბანური „მეამბოხე“ საკათალიკოსო, რომლის ცენტრი „ერეკ მანკუნკში“ იყო. ეჩმიაძინი დანაშაულის ჩადენასაც არ მოერიდა. მათ უკანასკნელი კათალიკოსი მუხანათურად მოკლეს.

 

ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

„როდესაც მეფე გიორგიმ კათალიკოს ღუკასს შესთავაზა კათალიკოს სარგისის ყარაბაღელ ლტოლვილთა მწყემსად დაყენება, ღუკასმა კატეგორიულად უარყო მეფის თხოვნა, რაც საქართველოს მეფესა და ეჩმიაძინს შორის ხანგრძლივი უთანხმოების მიზეზი გახდა.

 

ეჩმიაძინის უარით განაწყენებულმა გიორგიმ გამოაცხადა, რომ თუ მისი თხოვნა არ შესრულდებოდა, ეჩმიაძინის ვერც ერთი წარმომადგენელი საქართველოს საზღვრებს ვერ გადმოკვეთდა და ადგილობრივი სომხებისგან საეკლესიო გადასახადს ვერ მიიღებდა.

 

კათალიკოსი ღუკასი მიხვდა, რომ ეს საქართველოში მცხოვრები სომხების ეჩმიაძინისგან სრულ იზოლაციას გამოიწვევდა და იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. მან მეფის თხოვნის შესრულების პირობა დადო, მაგრამ იმ პირობით, რომ კათალიკოსი სარგისი პირადად ჩავიდოდა ეჩმიაძინში თანამდებობის მისაღებად.

 

კათალიკოსი სარგისი თავის ძმისშვილ ვარდაპეტ ბაღდასართან ერთად ეცმიაძინს გაემგზავრა. მიუხედავად ცივი დახვედრისა, კათალიკოსმა ღუკასმა ქართველ მეფესთან შუღლის დასრულების მსურველი სარგისი ჰაღპატის მონასტრისა და იმავდროულად ყარაბაღელ ლტოლვილთა სამწყსოს წინამძღვრად დანიშნა. გიორგი მეფემ იგივე დაადასტურა თავისი ორი წერილით: ერთი ყარაბაღელი ლტოლვილებს გაუგზავნა, მეორე კი - თავად სარგისს.

ეჩმიაძინში კი სარგისს პირობა ჩამოართვეს, რომ იგი გამოიყენებდა არა კათალიკოსის, არამედ მთავარეპისკოპოსისა და ეპარქიის წინამძღვრის ტიტულსა და ბეჭედს. სარგისი დათანხმდა ამ პირობებს, მაგრამ ამით მისი დაპირისპირება ეჩმიაძინის წარმომადგენლებთან ტიფლისში ბოლომდე არ აღმოფხვრილა.

 

ვიდრე სარგისი საქმეების მოწესრიგებას მოასწრებდა, ყარაბაღიდან ახალი კათალიკოსი ჩამოვიდა. ეს იყო კათალიკოსი სიმონ უმცროსი ერეკ მანკუნქის მონასტრიდან, რომელიც ტიფლისში იბრაჰიმ ხანის ჩაგვრას გაექცა.

 

ამჯერად ეჩმიაძინის წარმომადგენლებს ტიფლისში მასთან ლოლიავი არ დაუწყიათ. ვართაპეტ ჰოვჰანესის საბურნუთეს - „შაჰაგედანს“, მეფოკუსეს ყუთივით, ორი უჯრა ჰქონდა: ერთი უჯრიდან თამბაქოს თავად სწევდა, მეორედან კი მათ სთავაზობდა, ვინც სულების სამყაროში უნდა გაეგზავნათ. კათალიკოს სიმონს თამბაქო სწორედ ამ უჯრიდან უნდა შეეყნოსა. დილით მან ტიფლისი დატოვა  და განძაკში (განჯა - რედ.) გაემგზავრა. ჯერ კიდევ გზაში თმა გასცვივდა, ხოლო განძაკში ჩასვლისთანავე გარდაიცვალა. ეს იყო ერეკ მანკუნქის მონასტრის უკანასკნელი კათალიკოსი“.

 

აი, ასეთია ეჩმიაძინის სულიერი „მამების“ „ქრისტიანული“ ქცევა და პოლიტიკა. გამოდის, რომ უკანასკნელი ალბანელი კათალიკოსი უბრალოდ დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ მკვლელობის შესახებ კი წერს არა „თურქეთის აგენტი“, არამედ სულით ხორცამდე სომეხი ნაციონალისტი.

 

სხვათა შორის, სამწუხაროა, რომ უკანასკნელმა ქართველმა მეფემ არ შეასრულა დანაპირები „არ დაეშვა ეჩმიაძინის არც ერთი წარმომადგენელი საქართველოს საზღვარზე“. მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წაქეზებით, ეჩმიაძინის წარმომადგენლებით გაივსო ქართული მიწა, თან ჩამოიყვანეს ირანიდან და თურქეთიდან ჩამოსახლებული სომხები და მიითვისეს მრავალი ქართული ეკლესია. ისინი კვლავ არალეგალურად, მაგრამ ოფიციალურად აცხადებენ პრეტენზიას 442 ქართულ ეკლესიაზე.

 

ასევე, რაფის მიერ მოწოდებული ცნობებიდან ირკვევა, თუ როგორ მოახერხა ეჩმიაძინმა ალბანეთის საკათალიკოსოს დამორჩილება, ცენტრით განძასარში. აბა გაებედათ არდამორჩილება! როგორც ჩანს, მკვლელობა და მოწამვლა სომეხი იერარქების „საღვთისმეტყველო საკითხების გადაჭრის“ „საყვარელი“ მეთოდი იყო, ისევე როგორც მათი „უფროსი ძმებისა“ ვატიკანში.

აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბედისწერო საბურნუთე, რომლიდანაც ალბანელი კათალიკოსი სიმონი „სამი ყრმის“ მონასტრიდან მოწამლეს, ჯერ კიდევ რუსების სამხრეთ კავკასიაში მოსვლამდე „გამოიყენებოდა“. მაშინ ეჩმიაძინს საქართველოში გავლენა საერთოდ არ ჰქონდა და მის წარმომადგენლებს ქვეყნიდან განდევნის საფრთხე ემუქრებოდა. ამან მაინც ვერ იხსნა თბილისში ჩამოსული უკანასკნელი კათალიკოსი.

 

მას შემდეგ კი, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველოსა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ანექსირება მოახდინა და ეჩმიაძინს აქ უზარმაზარი უფლებები მიანიჭა, უბრალოდ შეუძლებელი იყო თავის დაღწევა „უძველესი ქრისტიანებისგან“, რომლებმაც თავიანთი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლის ტერორისტული მეთოდები გამოიყენეს. ისღა დარჩენოდათ, ეჩმიაძინს დამორჩილებოდნენ იმ იმედით, რომ „ქრისტიანები“ დაზოგავდნენ და გადაარჩენდნენ მათ სიცოცხლეს. ალბანეთის საკათალიკოსოს სამღვდელოების გადარჩენილი ნაწილი ასეც მოიქცა  მას შემდეგ, რაც „საბურნუთეს შესახებ“ შეიტყო. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლებამ იმავე ეჩმიაძინის წაქეზებით უკანონოდ გააუქმა ალბანეთის საკათალიკოსო და მისი ყველა ეკლესია ეჩმიაძინს გადასცა.

 

გასაკვირი არ არის, თუ რატომ არ აღადგინეს სომეხმა ნაციონალისტებმა და სეპარატისტებმა „სამი ყრმის“ ალბანური მონასტერი ყარაბაღის ოკუპაციის დროს, ან რატომ არ უშვებდნენ იქ  მომლოცველებს. უფრო მეტიც, სხვა სომხური თუ სხვების საკუთრებაში არსებული  ეკლესიების ხელოვნური “დაძველებისკენ” მიდრეკილთ, სომეხი გამყალბებლები „სამი ყრმის“ მონასტერს ეშმაკურად თვლიდნენ „მე-17 საუკუნის“ ნაგებობად. ამტკიცებენ, რომ ეს არის "თითქმის ახალაგებული", "არ არის განსაკუთრებული ღირებულების" მატარებელი და ამიტომ “დაე, განადგურდეს”.

 

ამ დროს,  ეს მონასტერი უტყვი მოწმეა ეჩმიაძინის მზაკვრული და ამაზრზენი დანაშაულებისა. ოდესღაც იქიდან ცოცხალი გამოვიდა უკანასკნელი ალბანელი კათალიკოსი სიმონი, მაგრამ უკან არ დაბრუნებულა, რადგან „ეჩმიაძინის საბურნიუთედან შეიყნოსა“. ეს მონასტერი რომ ისეთივე მოქმედი ყოფილიყო  ოკუპაციის დროს, როგორც განძასარი, მაშინ მომლოცველები დასვამდნენ ლოგიკურ, მაგრამ ძალიან უხერხულ კითხვას - „გთხოვთ, გვითხრათ, თუ რა ბედი ეწია უკანასკნელ კათალიკოსს?”

 

ყარაბაღის დეოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანი აღადგენს ძველ ალბანურ „სამი ყრმის“ მონასტერს და იგი უდავოდ გახდება აზერბაიჯანელი ქრისტიანების ერთ-ერთი სალოცავი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები