ანალიტიკა

სომხების როლი ქართული სახელმწიფოს დაცემის საქმეში

06.12.16 14:00


ქართული სახელმწიფოს დაცემის საქმეში 1801 წელს სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხების ღალატმა.

ნოე ჟორდანია თავის ნაშრომში “მესამოცე წლების მოღვაწენი და დღევანდელი ცხოვრება” (1895წ) საქართველოს დაცემის მიზეზებს შორის (ეკონომიკური განუვითარებლობა, დაქსაქსულობა და ა.შ) ასახელებს სომეხთა უმადურ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ და გარკვეულ ისტორიულ ანალიზსაც აკეთებს: “სომხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ, - წერს იგი, სომხები გაიბნენ სხვადასხვა ქვეყნებში. აქ სიახლოვეს ერთადერთი საქრისტიანო იყო ფეხზე-საქართველო და თავშესაფარიც აქ ეძებეს. საქართველოში ისინი დახმარებას, პატივს და მფარველობას ღებულობდნენ.

სომხების პირდაპირ ინტერესს შეადგენდა ძლიერი საქართველო. ამისათვის სომხები სახელმწიფო საქმეებში მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ და ნდობა და პატივიც დაიმსახურეს.

ამასთან სომხები, როგორც ვაჭარნი და ფულიანნი, საჭირონი იყვნენ მთავრობისათვის. ხაზინით სარგებლობა ამას მოითხოვდა. ამრიგად, სომხების ეროვნული და აღებმიცემობითი სარგებლობა ამას მოითხოვდა საქართველოს გაფართოებას და გაღონიერებას, მაგრამ როცა დაუძლურება და სიძაბუნე შეეპარებოდა, მაშინ კი სხვაგან უნდა ეძიათ მფარველობა... ასეთმა შემთხვევამაც არ დააგვიანა - ჩვენ გვერდზე ამოიჭიმა რუსეთის სახელმწიფო. სანამ მისი საზღვრები ჩვენგან შორს იყო, მანამ სომხებიც ძალაუნებურად საქართველოთი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ, როგორც კი საზღვრებმა მოიწია, მოგვიახლოვდა, მისვლა-მოსვლა ცოტაოდენ გაადვილდა, მაშინ სომხებს საშუალება მიეცა თავის თავისთვისაც უფრო რიგიანათ ეზრუნათ. და, აი, საქართველოს დაცემის ისტორიაში ისინი შესამჩნევ როლს თამაშობენ...

სომხებმა ქართული მთავრობის შემწეობით საქართველოში ქონება შეიძინეს და ბოლოს ამავე მთავრობის დასაცემად კაცებს იქრთამავდნენ. სანამ საქართველოს თვით-არსებობა მათთვის სასარგებლო იყო, ისინიც მხარს უჭერდნენ, როცა ეს მათთვის სასარგებლო აღარ იყო, ორმო ამოუთხარეს: ასეთია გზანი ისტორიისა! ყველა ერი თავის ინტერესს იცავს და ვაი იმ ერს, რომელსაც თავისი ინტერესები ვერ შეუგნია” (ეს დასკვნა ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ - ვ.შ.)

XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან თვალშისაცემია რუს-სომეხთა ერთობლივი ქმედებანი საქართველოს დასუსტების და ერეკლე მეორის ავტორიტეტის და გავლენის დაცემის მიზნით.

რუსეთი და ეკატერინე მეორე ყველანაირად ცდილობდნენ ქართლ-კახეთის გადაქცევას მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძირგამომთხრელ საქმიანობას თითქმის ღიად აწარმოებდნენ.

ამ საქმეში მათი უმთავრესი დასაყრდენები იყვნენ მოღალატე ქართველები და განსაკუთრებით სომხები - ვაჭრები და საეკლესიო პირები. სწორედ მათ უბიძგეს ირანის შაჰს აღა-მაჰმად ხანს საქართველოს დაქცევისაკენ.

1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევის მომენტში აქ აღარ იყო რუსული სამხედრო ძალა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ვალდებული იყო საქართველო დაეცვა. 1795 წლის მაისში აღა-მაჰმად ხანმა ელჩი გამოუგზავნა ერეკლეს და აცნობა, რომ ყარაბახის ურჩი ხანის იბრეიმის დასასჯელად მივდივარ და შენი ერთ-ერთი შვილის სარდლობით დაუყონებლივ ჯარი მომაშველეო.

ერეკლემ კარგად ვერ გათვალა შაჰის გეგმა და პირიქით მოიქცა – იბრეიმ-ხანს დასახმარებლად ჯარი გაუგზავნა აგვისტოს შუა რიცხვებში ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით (სომეხთა დახმარების მაგივრად მას, ჯობდა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეზრუნა).

რას აკეთებდნენ ამ დროს სომხები საქართველოში?

სიმონ ქვარიანი წერს, რომ სომხები ამ დროს აწარმოებდნენ ორჭოფა პოლიტიკას, ერთსა და იმავე დროს ღმერთსაც უნთებდნენ სანთელს და ეშმაკსაც, ე.ი რუსებსაც უშლიდნენ გულს ფიანდაზად და ეპატიჟებოდნენ საქართველოში საბატონოდ, აღა-მაჰმად ხანსაც უგზავნიდნენ ფულსა და ფეშქაშებს, მოუძღოდნენ წინ ქართ-კახეთის დასაპყრობად (ს. ქვარიანი, ქართველი ერის ისტორია, თფ; 1919, გვ112)

ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ სომხეთში შესულ აღა-მაჰმად ხანს სომხებმა დიდი ქრთამები მისცეს და საქართველოში გადმოიპატიჟეს. ესენი იყვნენ განჯელი ჯავად-ხანი და კარაბერდის მელიქი მეჯნუმი. ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ “სომეხთა კათალიკოსმა ლუკამ საქართველოს ასაოხრებლად 1795 წელს მომავალს სპარსეთის შაჰს აღა-მაჰმად ხანს, ალბათ შიშით, “სამხედრო ხარჯების დასაფარავად” 100 ათასი მანეთი მისცა (ივ.ჯავახიშვილი საქართველოს საზღვრები, 1919, გვ 38)

ლუკას ამ საქციელში შიშთან ერთად სომხური ეშმაკობა და ვერაგობაც იყო ჩადებული (მას რვა გირვანქა ოქროც მიუცია შაჰისთვის - ლ.სანიკიძე). აღა-მაჰმად ხანს საქართველოში მეგზურად მოუძღოდა სომეხი იაკობ ბებუთოვი.

მცირერიცხოვანმა ქართველებმა შეძლეს შაჰის შეტევათა მოგერიება. იგი უკვე უკან წასვლას აპირებდა, რომ თბილისში მყოფმა მოღალატე სომხებმა არტემ არარატელმა და იოსებ ბებუთოვმა პატიმრად მყოფი სპარსეთის ელჩი ციხიდან გააპარეს. სამივემ ამცნო შაჰს, რომ ქართველებს ძალზე მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავთ და საჭიროა დაუყოვნებლივ მათზე გალაშქრება. აღა-მაჰმად ხანმა უცბად ისარგებლა ამ საჩუქრით და თბილისში ჯოჯოხეთი დაატრიალა. შაჰმა დაახოცინა ათასობით ქართველი, დაანგრევინა 20 ეკლესია, სახლები, შენობები, გაძარცვეს დედაქალაქი. ნიშანდობლივია, რომ სპარსელებმა არ დაანგრიეს სომხური ეკლესიები და სომხებს არც ერჩოდნენ - ასე გადაუხადეს მადლობა ქართველთა ღალატისათვის.

გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის მოიმედეობა ძვირად დაუჯდა საქართველოს და ერეკლეს.

ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აიშალა მთელი მუსლიმანური გარემოცვა, ლეკები. ოფიციალური მონაცემებით 1783 წლიდან 1801 წლამდე ქართლ-კახეთის მოსახლეობა თითქმის განახევრდა. მოსე ჯანაშვილის თქმით “ერეკლეს ყველა მოლოდინი სინამდვილეში ჩაიშალა:

„მართლმადიდებლობა ურწმუნოებამდე დავარდა, თბილისი ათენად ვერ იქცა, ქართული სული განქარვების საზღვრამდე მივიდა, ქართული ტკბილი და სიყვარულის ენა შეიბღალა და სხავასხვა უმსგავს ნართაულებით სახსენებელი შეიქმნა, ქართული კანონები და ფული მოისპო, საქართველო აღდგენის მაგიერ ეღირსა მის უკეთესი ნაწილებად გაყიდვას და მკვიდრ ქართველთა გადასახლებას და უცხოთა ჩამოსახლებას, ქართველი ხალხის თავისუფალ განვითარებას მიაყოლეს მისი გადაგვარების მანქანები“ (გეგონება დღევანდელობაზე სწერსო - ვ.შ; მ. ჯანაშვილი, ერეკლე მეფე, გაზ. “საქართველო” 17.X.1919).

ყველაზე ამაზრზენი მაინც იყო ის, რასაც წერდა ერეკლე მეორის გაქართველებული სომეხი მოხელე შიოშ თუმანიშვილი (თუმანიანი) თავის ძმებს სულხანს და მანუჩარს აღა-მაჰმად-ხანის წასვლიდან რამდენიმე დღეში: “ბატონი (ერეკლეზეა საუბარი ვ.შ.) თიანეთს წაბრძანდა, თავი ვერ დავაღწიეთ, თან ვიახელ. აქ დარჩა ჩვენი ყუთები, დამტვრეული და უკლიტო, საბლებით შემიკრავს და თვითეულად დამიწერია. აქ დუშეთს მიშკარბაშს და ქალუას მივაბარე...… თქვენ რომ მობრძანდებით, მე კი წამოვალ. თუ იშოვნოთ ცოტა თეთრი წამოიღე ქალაქისა, კარგი დრო არის, ეგების ცოტათი ბევრი ვიშოვოთ” (გულაბერ კლარჯი, სომხების შემოსევები საქართველოში, გაზ. “ჯორჯიან თაიმსი”, აგვისტო, 2003).

აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ სომხები ძარცვავდნენ და იკლებდნენ გაქცეული ქართველების სახლ-კარს (პ. კარბელაშვილი სომხები საქართველოში (ისტორიული საბუთები), გაზ “სამშობლო” 1916 წლის 11-13, 16-18 აგვისტოს ნომრები).

აღა–მაჰმად ხანის მიერ დარბეულ ქართლ-კახეთს თავი “დროებით” შეაფარეს ყარაბაღიდან ლტოლვილმა სომხებმა, თუმცა შემდეგ ისინი არათუ უკან დაბრუნდნენ, არამედ სხვა ყარაბაღელი სომხებიც თავიანთ მელიქებიანად გამოიქცნენ საქართველოსა და განჯაში (პ. გუგუშვილი, საქართველოს და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XXს.ს ტ I, თბ; 1949, გვ79).

ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა მელიქ აბოვმა, მელიქ ჯიმშიდიმ და მელიქ ფრიდონმა თავიათ ქვეშევრდომებიანად თავი შეაფარეს საქართველოს. მელიქ აბოვმა ერეკლე მეორისგან მიიღო მნიშვნელოვანი პრივილეგიები და დასახლდა მეფისაგან ნაბოძებ ბოლნის - დმანისთან, სადაც ჩამოიყვანა 700-ზე მეტი ყარაბაღელი კომლი სომეხი. ეს მელიქები ფაქტობრივად საქართველოს თავადებად იქცნენ. მათი უფლებრივი მდგომარეობა ამ დროს ერევნის სახანოში არსებული მელიქების უფლებაზე გაცილებით დიდი იყო.

მელიქ აბოვი ხშირად ადგენდა რაზმებს, თავს ესხმოდა ჯავახეთს, მოჰქონდა იქიდან ნადავლი და მოჰყავდა ხალხი, რომელსაც ასახლებდა თავის სათავადოში, და როგორც პროფესორი შოთა ლომსაძე წერდა, შესაძლებელია გრიგონიანულ სარწმუნოებაზე გადაჰყავდა ისინი. სომეხ მელიქთა და მდიდარ ვაჭართა ლოლიავს ერეკლემ ქვემო ქართლი კინაღამ გადააყოლა (შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ.; ”მეცნიერება”, 1975. გვ 344)

სომეხი ტერტერები მოხერხებულად სარგებლობდნენ იმით, რომ ერეკლე მეორე ძალიან დაუდევრად ექცეოდა სარწმუნოებრივ საკითხს. ეჩმიაძინის მესვეურების წაქეზებით სომხები ყიდულობდნენ ოსმალეთსა და სპარსეთში გატაცებულ ტყვე ქართველებს, ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებაზე მოაქცევდნენ. სომეხი ქართველ ქალს თუ ითხოვდა, მას აუცილებლად გაასომხებდა ეკლესიურად. ქართველი კაცი სომეხ ქალს თუ შეირთავდა, იგი პირობას ჩამოართმევდა საქმროს, რომ ზოგი შვილი სომხურ რჯულზე მოენათლა. აკაკი წერეთლის გადმოცემით ერეკლე მეორეს ამალაში ჰყოლია იმერელი შანშე მეგრელიძე, რომელიც ძალიან ჰყვარებია ვაჟკაცობისათვის. ერთხელ უკითხავს მეფეს-მოწყენილი რათა ხარო!

- ქალი მიყვარს! - მიუგო დარცხვენით
- მერე რატომ არ შეირთავ?
- ქალი არ შვრება!
- როგორ? რა დაგიწუნა, რომ არ უყვარხარ, თვალტანადობა თუ ვაჟკაცობა?
- არც ერთი შენი ჭირიმე! მაგრამ სომხის ქალია და ჩემს სჯულს ერიდება.
- მეტი არაფერი? არ იცი, რომ ისინი ქრისტიანები არიან? თუ ის არ გადმოდის, შენ გადადი იმათ წესზე და დაიწერე ჯვარიო”. მეფის ბრძანება ასრულდა და მათი ნაშიერები სომხებად დაეწერნენ (ა. წერეთელი, ჩემი აღსარება გაზეთი “თემი”, ¹8, 1911წ)

იმავდროულად რუსული აგენტურიდან ჩაგონებულმა სომეხმა მელიქებმა ჯიმშიდმა და ფრიდონმა ქართლ-კახეთის მეფეს გვერდის ავლით ყარაბაღელი მელიქების სახელით საიდუმლო არზა გააგზავნეს პეტერბურგში. უმადური და ბითური სომეხი მელიქები რუსთა იმპერატორს პავლე I-ს სთხოვდნენ გუგარქში (გოგარენე) დასახლებას. ისინი აცნობებდნენ იმპერატორს ამ ადგილის ბუნებრივი სიმდიდრეების თაობაზე და მოითხოვდნენ ამ ადგილებში თურქეთიდან სომხების ჩამოსახლებას.

მელიქები კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსთა ხელისუფლებისაგან, რომ ისინი მიეღო თავიანთ ქვეშევრდომებად და დაესახლებინა საქართველოში ან რუსეთში.

სომეხ მელიქთა უმადურობით აღშფოთებული ივანე ჯავახიშვილი წერდა: ”უეჭველია, ეს უკვე სრულებით შეუწყნარებელი საქციელი იყო - საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის წყალობით სომხები თავიანთთვის საქართველოში აუცილებელი განადგურებისაგან თავშესაფარს პოულობდნენ, მადლობის მაგიერ კი - საქართველოს შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩარევისათვის ცდილობდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით ჩვენში მიწა - წყლის მიღება სურდათ. მათი საქციელი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გაბატონებას უწყობდა ხელს” (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები, გვ. 38)

რუსეთმა, ცხადია, სომეხი მელიქები თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო დ მორიგი ნაბიჯებიც გადადგა: პავლე პირველმა გეორგიევკის ტრაქტატის ქართლ-კახეთის “მფარელობისა” და შინაგან საქმეებში “ჩაურევლობის” საფუძველძე გიორგი XII-ს “სთხოვა”, რომ სომეხი მელიქებისათვის გამოეყო მამულები ხელსაყრელ პირობებში. ამის წყალობით სომხებმა და რუსეთის მთავრობამ თავიანთ საწადელს მიაღწიეს. სომხებმა მიწები მიიღეს, რუსებმა კი იდუმალი ქვეშევრდომები და თავიანთი გაბატონების უერთგულესი წინამავალი რაზმი გაიჩინეს (ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ; გვ. 39)

ასე არიგებდნენ რუსები ქართულ მიწებს ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის დაპყრობამდე. რუსებმა თავიანთ ელჩს გიორგი XII-ის კარზე პ. კოვალენსკის მითითება მისცეს, რომ “სასურველია სომეხთა თემები იმყოფებოდნენ საქართველოსაგან მხოლოდ ვასალურ დამოკიდებულებაში და მეფეს უხდიდნენ ხარკს და ეხმარებოდნენ ქვეყნის დაცვის საქმეში”.

მელიქ აბოვმა პ. კოვალენსკის მფარველობის შედეგად “თავის ქვეშევრდომთა რიცხვს” (400 კომლი) კიდევ დაუმატა 300 სომხური ოჯახი. ცარიზმის დიპლომატია ვარაუდობდა, რომ ამ სომხების გამოყენება შეიძლებოდა აქ პოლიტიკური გართულებების დროს (შ. თეთვაძე, ო თეთვაძე, სომხები საქართველოში. თბ; 1998, გვ. 53). სომხების საქართველოში გამრავლების მიზნით რუსები კოვალენსკის ავალებდნენ, საქართველოს მეფეს აგრძნობინოს ის, თუ რამდენად სასარგებლო იქნება “ქრისტიანული თემების დამკვიდრება საქართველოს ტერიტორიაზე მაჰმადიანთა საზღვრების გასამაგრებლად”.

ფაქტია, რომ ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ქართლ-კახეთის ანექსიისათვის და ქმნიდა დასაყრდენს თავისი მიზნების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად ამისთვის ისინი მიიჩნევდნენ ქართლ-კახეთში სომეხთა ჩამოსახლებას და სომეხ ვაჭარ-ხელოსანთა გაძლიერებისას.

ისტორიული წყაროები გვაჩვენებენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთებასა და ბაგრატიონთა ტახტის გაუქმებაში დიდ დაინტერესებას იჩენდნენ პეტერბურგისა (ოვანეს ლაზარიანი ანუ ივანე ლაზარევი) და საქართველოს სომეხი დიდვაჭრები და სასულიერო პირები (იოსებ არღუთინსკი-არღუთიანი-არღუთაშვილი). ისინი რუსეთის აშკარა აგენტებად იქცნენ და შექმნეს კიდეც სომხური სამეფოს აღდგენის პროექტი რუსეთის დახმარებით 1780-იან წლებში.

ივანე ლაზარევ - იოსებ არღუთინსკის გეგმით სომხურ სამეფოს სათავეში უნდა ჩადგომოდა
რომელიმე სომეხი წარჩინებული. თუ რუსები ამის წინააღმდეგ წავიდოდნენ, მაშინ სომეხთა მეფე უნდა ყოფილიყო თავადი პოტიომკინი!

სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ ხომ “მთელი მოძრაობა შექმნა ძველი, დაკარგული “არმენიის” ნაწილობრივ მაინც საქართველოში გადმოსატანად. მას, რა თქმა უნდა, წინ საქართველოს სამეფოს არსებობა ეღობებოდა და სომხების კათალიკოსმაც აქეთკენ მიიტანა იერიში. საფიქრებელია, რომ საქართველოს საოკუპაციო გამოგზავნილი რუსული ჯარის მეთაურად სომეხ გენერალ ლაზარევის (შულავრელი სომეხი წარმოშობით - ვ.შ.) დანიშვნა სწორედ ამ არღუთინსკის, ან მისი გარემოცვის საქმე იყო” (თამარ და აკაკი პაპავა. მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი, ბუენოს აირესი. 1956, გვ.86)

მღვდელმა პ. კარბელაშვილმა 1916 წლის აგვისტოში გაზეთ “სამშობლოს” ფურცლებზე გამოაქვეყნა სტატიათა ციკლი “სომხები საქართველოში” (ისტორიული საბუთები), სადაც ამხელს სომეხთა უზნეობას, ვერაგობას და ღალატს საქართველოს მიმართ. იგი წერს, რომ სომხების პატრიარქი იოსებ არღუთინსკი, თბილისის სომხობა ნატრობდნენ სომხეთის სამეფოს აღდგენას და ამიტომ ერეკლე II-ის გაძლიერება არ ეპიტნავებოდათ. პირიქით, ხელს უმართავდნენ რუსეთის გავლენის გაძლიერებას და საქართველოს დაუძლურებას. ვინ ჩამოაცილა კრწანისის ომის წინ ერეკლეს ყარაბაღელი სომხობა? სვამს კითხვას პ. კარბელაშვილი და მიუთითებს, რომ ეს გააკეთეს თბილისელმა სომხებმა, რომ მათი დახმარებით ერეკლე II არ გაძლიერებულიყო ( “სამშობლო” 1916, 11-18, VIII.)

ამასვე ადასტურებენ თბილისელი სომეხი მონაზვნები თაგუჰი მირიმანიანი და გაიანე ხოჯა-ბეჰბუდიანი 1795წ. ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, სადაც ნათქვამია: “ქართველები ჩაებნენ ბრძოლაში მის (აღა-მაჰმად-ხანის - ვ.შ.) წინააღმდეგ, მაგრამ მცირე ჯარით (უფრო მეტად იმის გამო, რომ ქართველთა და სომეხთა შორის განხეთქილება არსებობდა) – მეფემ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა სპარსთა ჯარს” (გულაბერ კლარჯი, დასახ. ნაშრ.)

საქართველოს სამეფოს დაცემის მოახლოებაში პეტერბურგისა და მოსკოვის სომხური კოლონიის აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს მთავარმართებელ გენერალ კნორინგის, სომეხი გენერლის ლაზარევისა და თბილისის სომეხ დიდვაჭართა გასაიდუმლოებული ურთიერთობანი (პეტერბურგი-მოსკოვი-მოზდოკი-თბილისი).

მაინც რით შეეძლოთ სომხებს დაეინტერესებინათ რუსები? ცხადია, პირველ რიგში დიდი ფულით და საჩუქრებით, რაზედაც მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდნენ და ახლაც ამჟღავნებენ რუსი მოხელეები; მეორეც, სომხები ეხმარებოდნენ რუსებს საქართველოს დასუსტებასა და დაპყრობაში. აბა სხვა სომხებს რა აქვთ ისეთი, რომ რუსებს ისინი მოწონებოდათ? (ამას “სომხური რადიოს” ანეგდოტიც ადასტურებს: ვინაა მსოფლიოში ყველაზე აუტანელი და ცუდი ხალხი? –ეკითხებიან სომეხს. სამაგიეროდ ჩვენ კონიაკი გვაქვს საუკეთესო – პასუხობს იგი).

სომხების დაინტერესებას სამეფო ტახტიდან ბაგრატიონთა ჩამოცილების საქმეში ადასტურებს ისტორიკოსი ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანიც. იგი მიანიშნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ სომხობას ორქივატერიის კაცები მოსდიოდათ და მოსდიოდათ საქართველოს დამხობისათვის. მათ ორქივატერისაგან მოსდიოდათ დიდძალი ფული, ყოველ ქალაქსა და დიდ სოფელში თავიანთი აგენტები ჰყავდათ, გულწრფელ ქართველებს ურჩევდნენ მას, რაც მათ სურდათ (ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი. მეფე ერეკლეს ცოტაცოტა ამბები, გვ. 52).

ჯამბაკურ-ორბელიანმა გააკეთა ასეთი დასკვნა: “როგორც ბოლო დროს შევიტყვე და წვრილად მიამბეს, რაც საქართველოს მოუვიდა, სულ სომხებისაგან; სხვას ნურავის დავაბრალებთ, ისინი ჩვენი ხელით ნარს გლეჯდნენ, ჩვენ იმათი იარაღი ვიყავით” (იქვე).

თამარ და აკაკი პაპავებიც აღნიშნავენ, რომ პეტერბურგისა და საქართველოს დიდვაჭარ-კომერსანტ სომეხთა ამ წრემ კიდევ უფრო წააქეზა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში რუსეთის გენერლები და სომეხ ლაზარევს ამ გადაწყვეტილებათა სისრულეში მოყვანა დააჩქარებინა.

კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ, მას შემდეგ, რაც პეტრე I და ეკატერინე II-ის “დიდი სომხეთის” შექმნის პროექტები დასამარდა, ახალი გზის ძიება დაიწყო. ეს ახალი გზა იყო საქართველოს სამეფოს გაუქმების და მის ნანგრევებზე რუსული ღუბერნიების აღმოცენების, რის წიაღშიც სომხობას ახალი შესაძლებლობანი უნდა გახსნოდა. აქ მთავარი იყო სპარსეთ-ოსმალეთსა და ადერბეიჯანის სახანოებში გაბნეულ სომხობას საქართველოში ახალი თავშესაფარი მოეპოვებინა” (თ. პაპავა, აკ. პაპავა, დასახ. წიგნი, გვ. 87-88).

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში განსაკუთრებით საძრახისი როლი შეასრულა სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ. სწორედ მისი თაოსნობით და მეთაურობით თბილისელმა სომხებმა სიონის ტაძარში ქართველთა იძულებით დაფიცებამდე ადრე თავისი ნებით, დიდი ზეიმით (74 მღვდლის, 8 არქიმანდრატის, მრავალი სომეხის თანდასწრებით) ვანქის საკრებულოში დიდი პარაკლისი გადაიხადეს ქართლ-კახეთის სამეფოს მოსპობის აღსანიშნავად. (1)

რუსი სამხედრო ისტორიკოსი პოტტო პირდაპირ მიუთითებს, რომ “სომხების პატრიარქი იოსები ხალხს ვანქის გალავანში შემოსილი მიეგება. მან საცეცხლური უკმია იმპერატორის (პავლე I - ვ.შ.) სურათს, შემდეგ დაემხო მის წინაშე მიწაზე და ემთხვია, მერე სურათი თავზე დაიდო და ხმამაღლა წარმოთქვა: “იდღეგრძელოს უდიდესი და უავღუსტესი ჩვენი მეფე და მთელი მისი ხალხი”. რუსი ისტორიკოსი ნ. დუბროვინი წერს, რომ საზეიმო პარაკლისის გადახდის შემდეგ იოსებ არღუთინსკიმ ვანქის ტაძარში წარმოთქვა სიტყვა. იგი აცხადებდა: “რა სიხარულია აღბეჭდილი თქვენს სახეზე, კეთილშობილო ხალხო საქრისტიანოსაო, დღეო ჩვენი ხსნისაო, დღეო განცხრომისაო, დღეო, რომელსაც მივყავართ ჩვენ ნამდვილ ნეტარებისა ჩვენის კეთილდღეობის ბედისა, დღეო, რომელი ვერ შეეგნოთ წინაპართა ჩვენთა” (თამარ და აკაკი პაპავები, დასახ. ნაშრ. გვ. 81-83).

ეს ღვთის გარეგანი და ქრისტეს მიერ გლახაკი სომეხთა კათალიკოსი იოსება ამ საზეიმო პარაკლისის გადახდის შემდეგ, 1801 წლის 20 თებერვალს სასწრაფოდ ატყობინებდა კავკასიის მთავარმართებელ კნორინგს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში თავისი პირადი დამსახურების შესახებ.

ქართლ-კახეთის სამეფოს დამხობის და ქართველ ბაგრატიონთა გასახლება - განადგურების საქმეში არანაკლები “დამსახურება” მიუძღვის რუსთა ჯარების სარდალს, სომეხ გენერალს ლაზარევს (ლაზარიანს). მან აიძულა ქართველი ბაგრატიონები, დასწრებოდნენ სომეხთა ამ ზეიმს საქართველოს სამეფოს გაუქმების შესახებ. იგი იყენებდა ყველაზე ბინძურ და ვერაგულ ხერხებს ამ პროცესის დასამთავრებლად, სამეფო ოჯახის წევრთა დასაპირისპირებლად. ზაქარია ჭიჭინაძე წერს, რომ “გენერალმა ლაზარევმა ნახა რა მეფე გიორგის შეწუხება და სიკვდილის მოახლოება, ამან მაშინ იხმარა დიდი გველობა და ქართველთ სამეფო ოაჯახის წევრთა ერთმანეთზე გადაკიდება, მტრობა, შური და ყოველისფერი საძაგლობის თესვა... ყოველივე ამ ბოროტების მიზეზნი იყვნენ რუსები და მათი ხელმძღვანელი ლაზარევი, გულიკოვი და ამათგან გაბრიყვებული ბატონიშვილები (ზ. ჭიჭინაძე, „პავლე იმპერატორმა როგორ ჩამოართვა გიორგი მეფეს საქართველო“. გვ. 20)

რუსეთის ხელისუფლების მითითებით და ადგილობრივ სომეხთ წარჩინებულთა წაქეზებით ლაზარევმა ბატონიშვილებს, დედოფლებს და საერთოდ სამეფო საგვარეულოს ყველა წარმომადგენელს ადგილ-მამულები ჩამოართვა. განსაკუთრებით უპატივცემულოდ მოექცა იგი საქართველოს უკანასკნელ დედოფალს, გიორგი XII-ის ქვრივს მარიამს, რომელსაც უკანასკნელი წისქვილიც კი არ დაუტოვეს. მას ჩამოართვეს თავისი სასახლე, რომელიც ხაზინამ კერძო პირს მიჰყიდა. ეს ძაღლთაპირი ლაზარევი ამასაც არ დასჯერდა და 1803 წელს მარიამ დედოფლის საწოლ ოთახში შეიჭრა და რუსეთში გადასახლების მიზნით მისი ძალით გამოყვანას შეეცადა. ამაყმა პატრიოტმა ქართველმა ქალმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო – ეს ბითური მოძალადე ხანჯლით განგმირა და იმქვეყნად გაისტუმრა. ასე უსახელოდ დაასრულა სიცოცხლე ამ არაკაცმა.

სომხებმა არა მარტო ქართლ-კახეთის სამეფოს დამხობას შეუწყო ხელი, არამედ ყველანაირად ეხმარებოდნენ რუსებს საქართველოში დამკვიდრებასა და ფეხის მოკიდებაში – ამისთვის ისინი არ ზოგავდნენ არა მარტო ქონებას, სიცოცხლესაც კი.

როდესაც ქართველებმა აჯანყებები დაიწყეს რუსული კოლონიალური და სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ, სომხური ეკლესია და ზედაფენები რუსებს ამოუდგნენ მხარში. მაგ: 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ერეკლეს ვაჟს ალექსანდრე ბატონიშვილს შეპყრობის მიზნით დაედევნენ სიღნაღელი სომხები. რუსებისათვის მძიმე დღეებში თბილისელმა სომეხმა ვაჭრებმა დიდი რაოდენობით ხორბალი ჩააბარეს რუსებს მუქთად ჯარის გამოსაკვებად. ასეთი ფაქტები მრავლად იყო და ამანაც განაპირობა ის, რომ კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევმა 1813 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს წერილი გაუგზავნა და მოითხოვა საქართველოში მცხოვრები სომხების დაჯილდოება კახეთის ამბოხების დროს რუსეთისადმი გაწეული სამსახურისა და ფაქტიურად ქართველთა ღალატისათვის: “ბედნიერად ვსთვლი ჩემს თავს, - წერდა იგი იმპერატორს, - გაცნობით, რომ სომხის ერი, რომელიც საქართველოს მკვიდრთა შესანიშნავ ნაწილს შეადგენს, ყელამდე სავსეა ერთგულ უქვეშევრდომილეს მადლობით იმ უმაღლეს მფარველობისა და ენით გამოუთქმელი სიუხვე-წყალობისათვის, რომელიც ევლინება თქვენს უდიდებულესობისაგან სომხობას... მთელ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ჩვენი ერთგული, მარტო სომხებმა არა თუ არ მიიღეს მონაწილეობა ამბოხებაში, არამედ სიცოცხლესაც და ქონებასაც არ ზოგავდნენ.... ჩვენ ჯარებთან ერთად იბრძოდნენ მაშფოთართა გასაწყვეტად... მთავრობა სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინასწარ იტყობდა, რას აპირებდნენ მეამბოხენი და სად ჰქონდათ ბინა. კახეთის სხვადასხვა კუთხეს გაბნეული, ერთმანეთს მოწყვეტილი ჯარი თუ რამეს იგებდა ერთმანეთისას, ეს სულ სომხების წყალობით, რომელნიც სიამოვნებით და ხალისით ასრულებდნენ ასეთ სახიფათო მინდობილებას და ხშირად სიცოცხლეს ესალმებოდნენ სამსახურის ერთგულების გამო” (ა. ფრონელი, ამბოხება კახეთისა, ტფ. 1907, გვ. 229)

ქართველთა დახოცვის, დაბეზღების ამაზრზენი საქციელისთვის და რუსებისადმი ერთგულებისათვის რტიშჩევი ითხოვდა “წყალობის გრამოტით” მათ დაჯილდოებას და იქვე მიანიშნებდა: “ასეთი წახალისება გააორკეცებს სომხების ერთგულებას და თავდადებას და თვით ქართველთა ტომის ხალხში დაჰბადებს ჯიბრსა და გამოიწვევს წაბაძვასო” (AKAK, მ.ვ.ც 222).

ნებისმიერ თავმოყვარე ერისთვის ასეთი საქციელი იმ ქვეყანაში , რომელმაც ისინი სამადლოდ შეიფარა, სამარცხვინო და თავმოსაჭრელი რამ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სომხებისათვის, რომლებმაც ეს “წყალობის გრამოტა” არათუ მიიღეს, არამედ შეიფერეს და ამით ამაყობდნენ კიდეც. ასეთ ხალხს ამის მერე რაღა უნდა ელაპარაკო! თუმცა, სომხებისაგან ეს გასაკვირი არც არის. აი, რას წერს სომეხი თოვმა მეწოფეცი თავის თანამემამულეებზე: “1431 წელს სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, როგორც მორწმუნეთა ისე ურწმუნოთა შორის, ისე, რომ შეჭამეს ძაღლები და კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები. აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებს და ასულებს მიმართეს. საქმე იქამდეც კი მივიდა , რომ ფარულად და აშკარად ათასი კაცი შეჭამეს... მორწმუნენი ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან აიყარნენ და საქართველოსკენ გასწიეს” (თოვმა მეწოფეცი, ისტორია თემურ-ლენგისა და მისი შთამომავლებისა, თბ. 1987, გვ. 62).

ეს ხალხი საკუთარ შვილებს არ ინდობდა და ჩვენ დაგვინდობდნენ!
შეიძლება დავასკვნათ, რომ სომხებმა უღირსი და ვერაგული როლი შეასრულეს ქართული სახელმწიფოებრიობის დაცემის საქმეში. რუსულმა ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად იცოდა სომეხთა ზნეობრივი მრწამსი და მოღალატური ბუნება, ისინი კარგად გამოიყენა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საქმეში.
რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები დიდვაჭრების და საეკლესიო პირების – კომერსანტ ივანე ლაზარევის, გენერალი ლაზარევის, კათალიკოსების ლუკას, იოსებ არღუთინსკის, დარჩია ბებუთაშვილის დახმარებით მათ შეძლეს რუსული ბატონობის დამყარება და განმტკიცება საქართველოში, ასევე ბაგრატიონთა ჩამოშორება ხელისუფლებიდან და მათი გასახლება რუსეთში. რუსებმა სათანადოდ დაუფასეს სომხებს ერთგულება და ქართველთა ღალატი და XIX საუკუნეში ოსმალეთიდან აყრილი ასი ათასობით სომეხი საქართველოს მიწა-წყალზე დაასახლეს და საქართველოს დემოგრაფიული ანექსიაც მოუწყეს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, სადაც მანამდე ფაქტიურად თითებზე ჩამოსათვლელი სომხები ცხოვრობდნენ.

მაშინ, როცა რუსებმა 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, სომხურ ეკლესიას ავტოკეფალია შეუნარჩუნეს, ისევე როგორც სომხური ენის სწავლება – სომხურ სკოლებში.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები