ეკონომიკა

2017 წლის იანვრიდან თვითმფრინავები ამბროლაურის რეისებს შეასრულებენ

07.12.16 16:05


თბილისსა და მაღალმთიან რაჭას შორის რეგულარული ავიამომოსვლა 2017 წლის იანვრიდან დაიწყება- ფრენების განრიგი შემდეგ კვირას გახდება ცნობილი, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ამბროლაურში 6 ოქტომბერს გაიხსნა. აეროდრომის სიგრძე 1,1 კილომეტრია, სიგანე 30 მეტრი. პირველი ახალ აეროდრომზე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი დაეშვა. „აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა ამბროლაურში წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს და ფრენა 2017 წლის იანვრიდან დაიწყება“,-იუწყებიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ინფორმაციის თანახმად, ფრენებს ქართული ავიაკომპანია „სერვისეირის“ თვითმფრინავები განახორციელებენ, რომლებსაც 17 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ.

ამჟამად „სერვისეირი“ რეისებს ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისისა და მესტიის მიმართულებით ახორციელებს. ახალი ობიექტი რაჭა-ლეჩხუმში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვან იმპულსს იძლევა, რადგან თბილისიდან 257 კილომეტრში მდებარე ობიექტის მიმართულებით ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აეროპორტის გახსნაზე. რეგულარული რეისების წყალობით რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე — დედაქალაქში ნებისმიერ დროს ჩასვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის, განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოში ამჟამად ოთხი მოქმედი აეროპორტია. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარეუბანში, ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა აეროპორტი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების ადგილობრივ ავიაფრენებს ემსახურება. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრშია. თამარ მეფის სახელობის მესტიის მცირე აეროპორტი, მხოლოდ ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები