პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ აიძულა ოპოზიცია, ისინი არ აპირებენ, რომ ქალების სათანადო მონაწილეობა უზრუნველყონ საკუთარ პარტიებში

02.04.24 12:19


პარტიების რეაქცია მიკვირს განსაკუთრებით. ვინმე უკრძალავს რაიმე კვოტის დაწესებას [პარტიის] შიგნით? ხომ არავინ უკრძალავს? - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გენდერული კვოტირების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კვოტირება ყველაზე ნაკლებად არის რელევანტური, რადგან მმართველ გუნდს ყველაზე ძლიერი პარტიული ქალთა ორგანიზაცია აქვს ქვეყანაში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ქალთა წარმომადგენლობა როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში და ადგილობრივ თვითმმართველობებში.

 

„ოპოზიცია ახლა რომ აპროტესტებს ამ საკითხს, გამოვიდნენ და გასცენ პასუხი, როგორ იქნება შედგენილი მათი სია. ექნებათ რამე კვოტა თუ არა? ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ აიძულა ოპოზიცია, ისინი არ აპირებენ, რომ ქალების სათანადო მონაწილეობა უზრუნველყონ საკუთარ პარტიებში.

 

თუ სხვა პარტიებს არ აქვთ საკუთარი თავის იმედი და უნდათ, რომ ჩვენ ვაიძულოთ, ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილები, ეს მათი პრობლემაა და ამაზე დაელაპარაკონ თავის ამომრჩეველს.

 

რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენთვის ამ მხრივ განმსაზღვრელი არის არა კანონი, არამედ დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ იყოს სათანადო წარმომადგენლობა გამოცდილი ადამიანებისა ყველა დონეზე და ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის, აქ ქალი იქნება თუ კაცი. ამას ამტკიცებს ჩვენი საპარლამენტო გუნდი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტში საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. კანონპროექტის თანახმად, უქმდება ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც.

 

imedi

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები