პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი - ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“ დაარქვა!

15.04.24 11:50


ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“ დაარქვა! - აღნიშნული განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

 

ნაცვლიშვილმა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც ტელევიზიების გარდა, სხვა მედიასაშუალებებს პარლამენტში შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა.

 

“ვაყენებ წინადადებას, რომ თქვენ, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს და გვიყურებს, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, ვინ მოგმართათ სხდომაზე დაშვების თხოვნით, მათ შორის ონლაინ მედიაპლატფორმებმა და ამის შემდეგ გვითხრათ, რა ნაწილი დაუშვით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებსაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ. თუ შეიძლება წარმოადგინეთ სრული სია და დასაბუთება, რატომ არ არიან, მაგალითად, ონლაინ მედიაპლატფორმები წარმომადგენლები დაშვებული, სააგენტოების წარმომადგენლები დაშვებული. დასაბუთება გვჭირდება, ვიცოდეთ, რატომ არა.

 

მეორე საკითხი, რომელსაც მე პროცედურაზე პოლიტიკური ჯგუფი "ლელოს" და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ძალიან ბევრი სხვა ჯგუფის წარმომადგენლის სახელით ვაყენებ, არის წინადადება - გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა "რუსული კანონი!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1639


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები