ანალიტიკა

ნამდვილი სომხეთი და რევანშისტების გამოგონილი მითიური 'ისტორიული სომხეთი'

15.04.24 12:45


როგორც იქნა, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწემ - პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხმამაღლა თქვა მარტივი სიმართლე, რომ მითიური „ისტორიული სომხეთი“ და სომხეთის ნამდვილი რესპუბლიკა ანტაგონისტები არიან და პირველი უქმნის ყველაზე სერიოზულ საფრთხეებს მეორეს. ამის შესახებ მან 2024 წლის 10 აპრილს პარლამენტში, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის პროგრამის (2021-2026) პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„ისტორიული სომხეთი ჩემზე მეტად არავის უყვარს. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, უარს ვამბობ იმაზე მეტად გვიყვარდეს ისტორიული სომხეთი ვიდრე სომხეთის რესპუბლიკა. მე ზოგადად უარს ვამბობ იმაზე მეტად მიყვარდეს რაიმე, ვიდრე ნამდვილი სომხეთია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მოქმედმა პრემიერმა ხმამაღლა განაცხადა ის, რაც ეთნიკურ მაღალჩინოსნებს თავიდანვე უნდა ეთქვათ. ეს გადაარჩენდა სომეხ ხალხს მრავალი უბედურებისა და არასაჭირო მსხვერპლისგან. არსებობს სომხური ეთნიკური ჯგუფის რეალური სახელმწიფო - სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიხედვით ემთხვევა 1991 წლის სომხეთის სსრ-ს. ამ საზღვრებთან შეგუება, როგორც რეალობასთან, დიდი ხნის წინ იყო საჭირო  და მასზე დაყრდნობით აეშენებინათ საკუთარი სახელმწიფო და მომავალი.

 

შესაძლოა, ზოგს არ მოეწონოს ეს საზღვრები... შესაძლოა, ზოგიერთ სომეხს სურდეს სომხეთის ნახვა "ტიგრან დიდის დიადი იმპერიის" მითიურ საზღვრებში."კარგია,,, როცა სურვილი გაქვს. მაგალითად, ზოგიერთ მონღოლს სურს, რომ მათი სახელმწიფო შეესაბამებოდეს ჩინგიზ-ყაენის იმპერიას, რომელიც, სხვათა შორის, აერთიანებდა ყველა მითიურ „სამფლობელოს ტიგრან დიდისა“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე მონღოლეთმა, რომელიც მოქცეულია ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, უნდა დაიწყოს ომები "ისტორიული მონღოლეთის" საკუთრებისთვის ჩინგიზ ხანის დროიდან. თუმცა ეს სახელმწიფო, ზოგადად, „დიადი სომხისაგან“ განსხვავებით, სულაც არ იყო მითიური, არამედ - რეალური.

 

იმისთვის, რომ ფაშინიანის მთავრობამ მითებიდან რეალობის გაცნობიერებაზე გადასულიყო, საჭირო გახდა როგორც დამარცხება 44-დღიან ომში, ასევე შემდგომი გაცნობიერება მითებზე დაფუძნებული რეალური პოლიტიკის აგების შეუძლებლობისა. ფაშინიანის თქმით, მან და სომხეთის რესპუბლიკის მთელმა მთავრობამ დიდი ხნის განმავლობაში, როგორც "ისტორიული" სომხეთის ტრადიციებისა და ფსიქოლოგიის მატარებლებმა, მხოლოდ 2022 წელს დააფიქსირეს, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი ფაქტორი იგნორირებულია სახელმწიფოებრიობის დაარსების პირველივე წლებიდან. ეს ფაქტორი, როგორც პრემიერმა განმარტა, არის სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

 

„მხოლოდ 2022 წლის სექტემბრის ომის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაფიქსირება შეიძლება გახდეს დამატებითი და გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად."-განაცხადა მან.

 

სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო, მისი თქმით, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ეწოდება დელიმიტაციის პროცესი რეალურ და „ისტორიულ“ სომხეთს შორის. ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, პროცესი უფრო რთული და მტკივნეულია, ვიდრე აზერბაიჯანთან დელიმიტაცია.

 

„ისტორიული სომხეთი არ ცნობს რეალური სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ეს უკანასკნელი პირველისთვის შემზღუდველი ფაქტორია“, - დაარწმუნა ფაშინიანმა.

 

"ამ თვალსაზრისით, „ისტორიული სომხეთი“, ნებით თუ უნებლიეთ, ეხმიანება უამრავ ქვეყანას, „რომლებიც ხელყოფენ ნამდვილი სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“-განაგრძო ფაშინიანმა.

 

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ისტორიული სომხეთი“ არა მარტო მარადიული მტრობის გარანტია მთელ რიგ ქვეყნებთან, არამედ აძლევს მათ სომხეთის რესპუბლიკის მიმართ აგრესიული პოლიტიკის საფუძველს. ის ასევე აიძულებს ნამდვილ სომხეთს იყოს დამოკიდებული „უფროს პარტნიორზე“, რომელიც მოკლებულია რეალურ დამოუკიდებლობას, აღნიშნა მან.

 

„ჩვენი „ისტორიული სომხეთის“ ხედვა ყოველთვის მოგვაქცევს „გენოციდის“ მახეში, სადაც დაგვჭირდება მხსნელი და მფარველი, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვიარსებებთ. გენოციდის შიში ფორპოსტის სტატუსში ჩაგვტოვებს. ფორპოსტს არ სჭირდება ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრები ან სუვერენიტეტი. მას მხოლოდ მფარველი სჭირდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

ფაშინიანს მიაჩნია, რომ სომხეთის მთავრობამ და საზოგადოებამ კონცენტრირება უნდა მოახდინონ რეალური სომხეთის ინტერესების სამსახურზე და ამავდროულად დააფიქსირონ „ისტორიული სომხეთის“ აზროვნებასა და ლოგიკაში დაბრუნების შეუძლებლობა მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მუქარის მუდმივი წყარო იქნება, განაცხადა მან.

 

პირველად მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის საფუძვლიანი მსჯელობას რევანშისტების გააფთრება მოჰყვა. ხოლო კატალიზატორი, როგორც ჩანს, ეჩმიაძინია.

 

რეალური და „ისტორიული“ სომხეთის ანტაგონიზმის შესახებ ჯერ კიდევ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამდე, 2024 წლის 31 მარტს სააღდგომო ქადაგებისას გარეგინ მეორემ ხაზი გაუსვა რევანშისტულ განცხადებებს. მან კვლავ გამოიყენა ტერმინები „ოკუპაცია“ და „სომეხების დეპორტაცია მთიანი ყარაბაღიდან“, გამოაცხადა აზერბაიჯანის „ექსპანსიონისტური მისწრაფებები“ და „მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურება“.

 

ნიკოლ ფაშინიანის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ რეალურ და „ისტორიულ“ სომხეთთან დაკავშირებით, გარეგინ II კიდევ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას „დიდი სომხეთის“ მითიზე, გაჰყვირის რა ისევ „არცახის ხალხის სამართლიან უფლებაზე“ „თვითგამორკვევის“ შესახებ  „საკუთარ ისტორიულ სამშობლოში“, რაც, მისი თქმით, არ არის რევანშიზმი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ძველი პროპაგანდისტული თეზისები აზერბაიჯანის „აგრესიის“, „არცახის ოკუპაციისა და იქიდან სომხების განდევნის“, „სომეხი სამხედრო ტყვეების უკანონო დაკავების“, „სომხური ისტორიული, სულიერი და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“.

 

გასაგებია, რომ როგორც გარეგინ მეორე, ისე სხვა რევანშისტები არ ახსენებენ არც აზერბაიჯანული მიწების 30-წლიან ოკუპაციას, არც აზერბაიჯანული მოსახლეობის იძულებით დეპორტაციას მათი წინაპრების ტერიტორიებიდან, რომელიც ახლა მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე და არც ხოჯალის გენოციდს. ასევე არ ახსენებენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან განდევნილი აზერბაიჯანელებისა და მათი შთამომავლების თვითგამორკვევის უფლებას. მეტიც, ეჯმიაძინი აგრესიულად ეწინააღმდეგება გაზახის რეგიონში აზერბაიჯანული სოფლების დეოკუპაციას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ფარგლებში.

 

ოკუპირებულ აზერბაიჯანულ სოფლებში არალეგალური სომეხი დევნილების საპროტესტო აქციებს დღეს ტავუშის ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უდგას სათავეში. ოკუპირებულ აზერბაიჯანულ სოფელ ასკიფარაში (სომხურად ვოსკეპარი) გამართულ ღონისძიებაზე ბაგრატ გალსტანიანმა განაცხადა, რომ ვოსკეპარი (ასკიფარა) უკვე იქცა სომხების გამარჯვების სიმბოლოდ. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პატარა დასახლება, არამედ „სულის ერთიანობისა და ურღვევობის პერსონიფიკაცია“.

 

ჰოდა, ახლახან სომეხ ნაციონალისტებს "გამარჯვების სიმბოლოდ" აზერბაიჯანული შუშაც ჰქონდათ. მოუწევთ მოპარული და მიტაცებული "სიმბოლოების" დაბრუნება რეალური მფლობელებისთვის. ეჩმიაძინის რევანშისტული აქტივობა „რეალობაში დაბრუნების“ ფონზე, თუნდაც ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებით, ძალიან საგანგაშო სიმპტომია.

 

ფაშინიანი ხომ დროებითი ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პროტეჟეა. ის შეიძლება ხელახლა აირჩიონ და „შეცვალონ“. ეჩმიაძინის ხელმძღვანელობა სომხური ეთნიკური ჯგუფის „საკრალური“ და რეალურად „შეუცვლელი“ ლიდერებია.

 

ვინც არ უნდა მოვიდეს ერევანში ხელისუფლებაში, „ყოველთა სომეხთა“ კათალიკოსი და მისი ეპისკოპოსები სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის „სულიერ ავტორიტეტებად“ რჩებიან. ისინი, როგორც ჩანს, არა მხოლოდ არ აპირებენ მითიური „ისტორიული სომხეთიდან“ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში რეალურ სომხეთში გადასვლას, არამედ პირიქით, ამძაფრებენ რევანშისტურ ისტერიას. და, სავარაუდოდ, არა მათი პატრონების თანხმობის გარეშე - იგივე საფრანგეთისა და ვატიკანისა.

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 1828


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები