პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ელისაშვილზე - „ისეთი“ დარტყმის თავიც არ აქვს, მოპარვით დარტყმის შემთხვევაშიც არ აღმოაჩნდა ეგ ნიჭი

15.04.24 16:00


„ისეთი“ დარტყმის თავიც არ აქვს, მოპარვით დარტყმის შემთხვევაშიც არ აღმოაჩნდა ეგ ნიჭი, რადგან ქათამი იყო­ მთელი თავისი ცხოვრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სხდომის გადადების საჭიროებაზე ისაუბრა.

 

უფრო კონკრეტულად, ხვიჩიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ განხილვის გადადება კარგი იქნებოდა, რადგან მისი თქმით, სხდომის მონაწილეები დაძაბულები არიან და ამასთან, შესაძლოა, მდინარაძესაც ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდეს.

 

„მომზადებულები ვიყავით, რომ ბევრი გვესაუბრა ამ კანონთან და მის კონტექსტთან დაკავშირებით, რატომ ეძახიან რუსულს, რა არის მასში რუსული და ა.შ. მაგრამ ისეთი რამ მოხდა ჩვენ თვალწინ, რომ ამის არშემჩნევა და სხდომის გაგრძელება, თითქოს არაფერი მოხდა, ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია.

 

პირველი - მინდა, ალეკოს [ელისაშვილის] საქციელს გავემიჯნო იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, ვინმეს აწყობდეს, რომ იმ ადგილზე დგომა სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის. მეორე - არ მგონია დღეს ხელისუფლებას ისეთი პოზიცია ჰქონოდა, რომ აუცილებელი ყოფილიყო ხელით გაწევა, თითქოს სხვა არგუმენტი არ არსებობდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

 

ბატონო ანრი, მე თქვენს ადგილზე ამ სხდომას გადავდებდი, რადგან ყველა დაძაბულია. ვხედავთ, დისკუსიის ხარისხიც როგორ გაუარესდა. ქალბატონი რიმა [ბერაძე] ცუდად გახდა, შეიძლება ბატონი მამუკა სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს. ბევრ რამეს ვრისკავთ. ამ სხდომის გადადებას გთხოვდით. ამ დარბაზში ყველა გაბრაზებულია, ემოციები მაღლაა აწეული. ვიძახდით, რომ ეს მტრობის და დაპირისპირების კანონია. ახლა დავიწყეთ განხილვა და ისეთი რამ მოხდა პარლამენტის დარბაზში, ჩვენი მოწვევის დროს რომ არაფერი მომხდარა. დავინახეთ, რომ დაიწყო თუ არა ამ კანონზე ლაპარაკი, საზოგადოება შუაზე გაიყო.

 

ასევე, დაწყებული გერმანიის კანცლერიდან, დამთავრებული ჩვენი მეგობრებით, ამერიკელებით და ა.შ., ყველა გვეუბნება, რომ ეს კანონი არ გჭირდება და ვის იმედად ვრჩებით? სამყაროში ყველა რომ გავაბრაზეთ - ქვეყნის შიგნით რა დაძაბულობას იწვევს ჩანს, გარეთ მიმდინარე მიტინგიდან და შიგნით დაპირისპირებიდან, რისთვის გვჭირდება ახლა ამ კანონის განხილვა და ვის იმედად ვრჩებით სამყაროში, როდესაც ევროპელებს და ამერიკელებს ვიმტერებთ?“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1297


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები