პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი - ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში იქნება შესაძლებელი

16.04.24 10:39


ვპროგნოზირებთ, რომ [არჩევნების] წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

 

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან, პლანშეტების მეშვეობით გადმოიგზავნება.

 

„როგორც ტრადიციულზე, ისე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება. მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება პლანშეტების მეშვეობით ცესკოში ამ ოქმების გადმოგზავნა, მათი პირდაპირ ცესკოს ვებ-გვერდზე გატანის უზრუნველყოფა. ჩვენი ვარაუდით, განვლილი პილოტირებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან - 22:00 საათის პერიოდში“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

 

ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მარკირების პროცედურა კვლავ შენარჩუნებული იქნება.

 

ipn.ge

წაკითხულია : 1243


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები