პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

16.04.24 11:00


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის 3 კანდიდატს: მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს მოუსმინეს და დეპუტატებმა ყველა მათგანს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

ცნობისთვის, “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამ ეტაპიანია. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები