პოლიტიკა
18.04.24 11:44
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აუცილებლად დაადებს ვეტოს „რუსულ კანონს“, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
„საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზეა, დეკემბერში ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირის პასუხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამ დროს მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს სურვილი ამ პროცესს ხელი შეუშალოს - ეს ქვეყანა არის რუსეთი. ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსული კანონი, რომელსაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელად განიხილავენ.
უამრავი ქართველი ახალგაზრდა აპროტესტებს ამ კანონის მიღებას. ისინი საკუთარ პოზიციას ნათლად გამოხატავენ. ჩემი ვეტო მათი ხმის გაჟღერება იქნება. ჩვენ არჩევნები 26 ოქტომბერს გვაქვს, როდესაც საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღამდე შევინარჩუნოთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას გააგრძელებენ.
ეს არის რუსეთის სტრატეგია, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში. ეს არის რუსეთის რბილი ძალა საქართველოში. მათ სურთ ქართული საზოგადოების გაყოფა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ipn.ge
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24