პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ

18.04.24 16:50


ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ და ცვლილებები პარლამენტიდან გაიწვიონ, ეს იქნება დაგვიანებული, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი ნაბიჯი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ მომავალს.

 

„ერი თუ ბერი, ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის წარმომადგენელი, ევროპელი თუ ამერიკელი, ქართველი ფეხბურთელი თუ მუსიკოსი ბიძინა ივანიშვილის პარტიას ყველა ეუბნება – არა რუსულ კანონს და ეს კანონი გაიწვიეთ, რადგან ის საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მომავალს. მათ ქართველი ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ და ცვლილებები პარლამენტიდან გაიწვიონ. ეს იქნება დაგვიანებული, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი ნაბიჯი. ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი და დრო გამოვიყენეთ, რათა განხილვა შეგვეჩერებინა და ივანიშვილის პარტია დაგვერწმუნებინა, რომ ეს არის მავნებლობა, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ვნახეთ, რომ 83-მა დეპუტატმა ისეთ კანონს დაუჭირა მხარი, რომელზეც ყველა ამბობს, რომ ეს არის დარტყმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები