პოლიტიკა
18.04.24 17:20
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საზღვაო ტრანსპორტის, საჰაერო მიმოსვლის დაწყების, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედება დიდად წაადგება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ქართველ და კორეელ ხალხებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობასაც მოიცავს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას, მათ შორის, ქართველ ექსპორტიორებს კორეის რესპუბლიკის დაახლოებით 50-მილიონიან ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეტანის შესაძლებლობას მისცემს.
გარდა ამისა, საუბარი წარიმართა შეთანხმებაზე ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ, რომლის თაობაზე ქვეყნებს შორის მეოთხე რაუნდი 18-19 აპრილს იმართება. აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში და გაზრდის ქართული და კორეულის ბიზნეს წრეების დაახლოებას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში და აღინიშნა, რომ რეგულარული პირდაპირი ფრენების დანიშვნა, დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების მიმართ კორეელების მზარდ ინტერესს. კერძოდ, 2023 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 191 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა 2022 წელთან შედარებით. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 2021 წლიდან გაფორმებულია საავიაციო სფეროში შეთანხმება.
ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების მიზნით, მინისტრის მოადგილეები საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
imedinews.ge
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24