პოლიტიკა
19.04.24 16:42
ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესებაა - [დეპუტატები] უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება.
„ბიძინა ივანიშვილს ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ნიკარაგუაში და იმ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც ეს კანონია, ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესება და რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რათა ქვეყნის განვითარება ააცილონ ევროპის გზას. ეს დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა შეუშვან დასავლეთის ქვეყნებში. უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და ბინები, რომლებიც ყოველ მეორეს აქვს დასავლეთში. უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
გარდა ამ თემისა, დეპუტატმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში „თავს მშვიდად ვერ გრძნობს“.
„დემაგოგიურად აცხადებენ, რომ თუ სხვები გაათეთრებენ ფულს, ინვესტიციები შემოდისო. ინვესტიციები კი არ შემოდის, საქართველო ხდება ფულის გათეთრების ზონა. შავი ფული შემოვა, გათეთრდება და ეს წავა უკვე დასავლეთში გარეცხილი. ეს არის ფულის გარეცხვა და არა ის, რომ ინვესტიციებად დაბრუნდება ეს სიმდიდრე საქართველოში. ეს საშინელი კანონია და რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რაშია საქმე. მე-8 წელია პარლამენტში ვარ და არ მახსოვს, რამდენიმე დღეში კანონი მიეღოთ. რატომ? რატომ ჩქარობენ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში თავს მშვიდად ვერ გრძნობს, დასავლეთის მართლმსაჯულებამ იქაც მიაგნო. ეტყობა უნდა, რომ სასწრაფოდ გამოექცეს და აქ ფინანსური ციხესიმაგრე შეიქმნას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
bpn.ge
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24