ეკონომიკა
22.04.24 10:40
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ასევე სტრუქტურულ რეფორმებსა და სახელმწიფო და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები: გეოპოლიტიკური როლი, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა“.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„წელს ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკის მაღალ ზრდას, საშუალოვადიანი პროგნოზი ასევე პოზიტიურია. მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2029 წლამდე პროგნოზი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა, პრინციპში, ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის და ეს იქნება 5%-ზე მაღალი ეკონიმიკური ზრდა. ამასთან, მიმდინარე წელს გვექნება 5.7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზია. თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უწყების ცნობით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - გურამ გურამიშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა. ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების, საფინანსო, მარეგულირებელი ორგანიზაციების და დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა და საბანკო სექტორმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ფორუმზე გამოსვლისას ასევე მიმოიხილა საქართველოში საინვესტიციო სექტორში არსებული სურათი. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამორჩეული იყო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მომსახურების და ტურისტული სექტორები, ასევე მაღალი იყო ეკონომიკური აქტივობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალ ეკონომიკურ აქტივობას შედეგად რეკორდულად მაღალი დასაქმება მოჰყვა, ასევე გასულ წელს დაფიქსირდა უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი.
„მომავალში ჩვენ აქცენტი გვაქვს პროდუქტიულობის ზრდაზე და ქვეყნის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე, რომელზეც გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდეთ. თუმცა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ უფრო მეტად კომპლექსურ პოლიტიკაზე, რომელიც ამის მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შუა დერეფანი“ და საქართველოს ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობა, ასევე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობას და შესაბამისად, ეკონომიკურ ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს გაორმაგდა „შუა დერეფნით“ გადაზიდული ტვირთების მოცულობა, 2023 წელს კი მათი მოცულობა დაახლოებით 86%-ით გაიზარდა. ამასთან, შეიქმნა 2027 წლამდე საგზაო რუკა - „შუა დერეფნის“ მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე მართვის და კოორდინაციის მიმართულებით.
„ეს საშუალებას მოგვცემს, ფასები და გადაზიდვების დრო შევამციროთ და ასევე გავზარდოთ უსაფრთხოება. ეს ყველაფერი საერთო ჯამში აისახოს დერეფნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაში. რაც არ უნდა ვისაუბროთ სავაჭრო კონფლიქტებზე, სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მაინც მზარდია. საქართველოს თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ამ ჯაჭვში არა რიგითი რგოლი იყოს, არამედ ერთ-ერთი წამყვანი, მათ შორის პოლიტიკის დონეზე ლიდერი და ვფიქრობ, ამას საერთაშორისო ასპარეზზეც ვაჩვენებთ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ipn.ge
წაკითხულია : 514
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24