პოლიტიკა
22.04.24 13:00
ევროკავშირის, გაეროსა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ჩართულობით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება და ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა მოდელირებისა და პროგნოზირების კუთხით. პროექტის ფარგლებში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ის მიღწევები, რაც გვაქვს გარემოს დაცვის, მათ შორის, ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ეროვნული კანონმდებლობა და ის შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან; ასევე, შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები და სრულად დავუახლოვდით ევროკავშირის ჰაერის ხარისხის მართვის პრაქტიკასა და სტანდარტებს. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება და მისი ევროკავშირის ჩარჩო-სტანდარტებთან სრული შესაბამისობა. UNDP-თან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით, 2025 წლის ბოლოს, საქართველოს ექნება სრულად ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი და სისტემა. აუცილებელია, გვქონდეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ, რომ სწორად დავგეგმოთ პოლიტიკა და გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
უწყების ცნობით, ახალი პროექტი ოთხი წელი გაგრძელდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს შეადგენს.
„პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და ეროვნული პარტნიორები, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA). პროექტის განხორციელებაში ასევე ჩაერთვებიან აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ipn.ge
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24