ანალიტიკა

ყაზახის რეგიონში აზერბაიჯანული სოფლების დეოკუპაციის პრეცედენტი - პირველად, ’შუამავლებისა და სამშვიდობოების’ გარეშე

23.04.24 7:56


პირველად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიაში, დაშვებულია პრეცედენტი, როდესაც ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შესაძლებელი ხდება ომისა და შუამავლების და „მშვიდობისმყოფელთა“ ჩაურევლად - ყაზახის რეგიონის 4 არაანკლავური სოფლის ოკუპაცია, რომლებიც სომხეთმა დაიპყრო.

 

2024 წლის 19 აპრილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერები — შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი — თავმჯდომარეობდნენ.

 

 

შეხვედრისას მხარეები, დელიმიტაციის პროცესის საწყის ეტაპზე, წინასწარ შეთანხმდნენ სასაზღვრო ხაზის ცალკეული მონაკვეთთა გავლაზე პირდაპირ ბაგანისის (სომხეთი) დასახლებებს შორის - ბაგანის აირიმ (აზერბაიჯანი), ვოსკეპარი (სომხეთი) - აშაგი ასკიპარა (აზერბაიჯანი), კირანცი (სომხეთი) - ხეირიმლი (სომხეთი) და ბერქაბერი (სომხეთი) - გიზილგაჯილი (სომხეთი), კანონიერად მოქმედ რესპუბლიკურ საზღვართან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში მისი დაშლის დროს.

 

მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ სასაზღვრო ხაზის ამ მონაკვეთების აღწერა შედგენილი იქნება გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტებით გათვალისწინებით, რაც დაფიქსირდება შესაბამის აღწერილობით ოქმში, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული და მხარეებმა 2024 წლის 15 მაისამდე ხელი უნდა მოაწერო .

 

ცნობილი გახდა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონს აზერბაიჯანთან საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის შემდეგ დატოვებენ. ამის შესახებ ოფიციალურად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

„სიტუაციიდან გამომდინარე იქ გაჩნდა რუსული ბაზები. ის, რაც ახლა ხდება, სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილებაა და მას ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს გავლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფრონტის ხაზი, გვაქვს საზღვარი. საზღვარი მშვიდობის ნიშანია“, - განმარტა ფაშინიანმა.

 

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეებს შეეძლებათ საზღვრის დამოუკიდებლად დაცვა, ერთმანეთთან თანამშრომლობით.

 

ამასობაში, 44-დღიანი ომის შემდეგ სამმხრივი შეთანხმების მომზადებისას, გაჩნდა წინადადება სომხეთის მიერ ოკუპირებულ ყაზახის რეგიონის სოფლებში და ასევე ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ დეოკუპაციის განხორციელების მიზნით. სამმხრივი შეთანხმების საბოლოო ვარიანტში კი გადაწყდა  სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნება  და მისი მოწესრიგების პრობლემა ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტამდე დარჩა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონს ვადაზე ადრე ტოვებენ. სიმბოლურია, რომ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო ყაზახის რეგიონის სოფლების დეოკუპაცია სამშვიდობოების გარეშე.

 

რას ნიშნავს დღეს 2024 წლის 19 აპრილის შეთანხმებანი მხარეებს შორის?

 

- გასროლის გარეშე მოხერხდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სომხეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ყაზახის რეგიონის არაინკლავური სოფლების აზერბაიჯანის იურისდიქციაში დაბრუნება;

 

- აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლების დაბრუნების მნიშვნელოვანი საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ 2020 წელს წამოიწყო. მას შემდეგ ამ მიმართულებით აქტიური სამუშოები ტარდებოდა. დღეს ეს მასშტაბური პროცესი ლოგიკურად სრულდება და ასახავს აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს;

 

- ეს ნაბიჯი იყო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასაბამი და მისი პირველი ნაბიჯები სწორედ ყაზახის რეგიონში გადაიდგა. აზერბაიჯანი დაბეჯითებით მოითხოვდა ამ ტერიტორიიდან დელიმიტაციის დაწყებას და ხაზგასმიძთ აღნიშვდა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას;

 

- ევროკავშირი, შეერთებული შტატები და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ცდილობდნენ დელიმიტაციის პროცესზე გავლენა მოეხდინათ, მაგრამ აზერბაიჯანმა მოახერხა მათი ჩარევის თავიდან აცილება. შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გამონახეს საერთო ენა და დაადასტურეს, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოაგვარონ წამოჭრილი საკითხები. ამდენად, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევიან აზერბაიჯანულ-სომხურ დიალოგში ე.წ. "მშვიდობისმყოფელნი", მით მალე დაისადგურებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა.

 

- საფრანგეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ გავრცელებული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი თითქოს სომხეთზე თავდასხმას ამზადებს, საბოლოოდ უარყვეს. აზერბაიჯანი ახალი ომის წინააღმდეგია, ის ტერიტორიული საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრეა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

 

 

ფაქტობრივად, ყაზახის რეგიონის სოფლების დეოკუპაციის დაწყებისთანავე, დასავლეთის ქვეყნები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ უფრო კონსტრუქციულ რიტორიკაზე. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები მხარს უჭერენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მუშაობას დელიმიტაციაზე. შეერთებული შტატები ასევე მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილებას დელიმიტაციის შესახებ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისკენ.

 

სამაგიეროდ კრემლზე ორიენტირებული რევანშისტები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანში ოკუპირებული სოფლების დაბრუნების წინააღმდეგ „საპროტესტო აქციების“ მთავარი ინიციატორები არიან, მკვეთრად გააქტიურდნენ. ამ ქმედებებს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი სომეხი პროპაგანდისტი.

 

აშკარაა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება საზღვრის დელიმიტაციის დაწყების შესახებ და ის, რომ იგი მიღწეული იქნა „შუამავლებისა“ და „სამშვიდობოების“ გარეშე, ყველასთვის არაა მისაღები. ზოგს სურს სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირების გაღვივება ყაზახის რეგიონის სასაზღვრო საკითხის გარშემო.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 955


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები