პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის გამოქვეყნებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად გაუარესდა“

23.04.24 10:40


2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად გაუარესდა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

 

ანგარიშის ამავე ნაწილში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა.

 

„2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გაავრცელა ცნობა, რომ სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა შეამოწმა სააკაშვილი და დაასკვნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის აპრილის შემდეგ „მკვეთრად გაუარესდა“ და მისი მდგომარეობა მიიჩნიეს „მძიმედ“. სახალხო დამცველმა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად გაუარესდა“. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სააკაშვილის საქმე შესაძლოა, არღვევდეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც არაადამიანურ მოპყრობას ეხება“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ის დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების გადამეტებაში, რაც ეხება ყოფილ პარლამენტარზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემას.

 

„სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ გრძელდება დამატებითი ბრალდებებით, რაც გამომდინარეობს იმ დანაშაულებიდან, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნისას და ასევე მის მიერ 2021 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთიდან. თავად სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები