პოლიტიკა
23.04.24 11:44
როდესაც თავს იჩენს ცრუ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სამწუხაროა, ჩრდილს აყენებს - კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორც შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რათა თავდაცვის სამინისტროს დავა კეზერაშვილთან მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ“.
„ამონარიდები ვნახე, მათ შორის კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი აღმოვაჩინე. აქ უკვე კომენტარიც რთულია. კრიმინალზე ვსაუბრობთ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ვხედავთ, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს მოჰპარა ფული. ეს სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა, ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს ანგარიშს აყენებს ჩრდილს, აჩვენებს, რომ არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. კრიმინალის ნებისმიერ დოკუმენტში რაიმე პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა თავად ამ დოკუმენტს ვნებს.
რაც შეეხება გვარამიას საქმეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ერთი სპეციფიკა აქვს - „როგორც ამბობენ“, ეს „ამბობენ“ არიან ის „ენჯეობი“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული, ან ევროპული წყაროდან.
ვხედავთ, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ, იმისთვის, რომ ანგარიშის რომელიმე ფურცელზე ეს წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება „ამბობენს“ და ამ ჭორს, ჭორ-მართალს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ის ეფუძნება მონათხრობებს, მტკიცებით ფორმაში არ ამბობს, დიდი ალბათობით „ენჯეობის“ მონათხრობს ეფუძნება. როდესაც ნებისმიერი ამბავი აისახება ანგარიშში, ეს ხდება ანგარიშის შემდგენლის პასუხისმგებლობა. როდესაც თავს იჩენს ასეთი ცრუ ინფორმაცია დეპარტამენტის ანგარიშში სამწუხაროა, ჩრდილს აყენებს ანგარიშს. კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24