ეკონომიკა
23.04.24 13:35
საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.
სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
imedinews.ge
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24