პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ - მათ ერთ რამეს ვეტყვი: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი 36 შემოხაზეთ

23.04.24 14:00


ჩემი აზრით, თუ პოლიტიკოსებმა ხელი არ შეუშალეს [„არა რუსულ კანონს“ აქციის მონაწილეებს] „რუსული კანონი“ მოწინააღმდეგეები ამ აქციას [„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას] თავის ჭკუაზე გადმოიყვანენ იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ, - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 29 აპრილს „ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ შეკრებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

ხვიჩიას თქმით, დიდი შანსია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება” შეკრებს, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო” მოითხოვონ.

 

„ჩემი აზრით, თუ პოლიტიკოსებმა ხელი არ შეუშალეს „რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები ამ აქციას თავის ჭკუაზე გადმოიყვანენ. იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს” აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, რომ საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური” აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები” შეკრებენ, გამოვიდნენ და “არა რუსულ კანონსო” მოითხოვონ - ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი, რუსულ კანონს”, ისინი მოდიან იმისთვის, რომ მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

 

ამასთან, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა საჯარო მოხელეებთან მიმართებით დაწყებულ შესაძლო ბულინგს იმ მიზეზით, რომ ისინი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას აპირებენ და აღნიშნა, რომ ის ხალხი, რომლებიც ჩამოდიან აქციაზე, „ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან “ქართული ოცნების” ისეთ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის”მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ“.

 

„საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების” ისეთ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ. მე გულწრფელად მეცოდება ეს ხალხი და პირობას ვდებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩვენს საჯარო მოსამსახურეებს ამას არასდროს არ გავუკეთებ. რა თქმა უნდა, მე სამსახურის დაკარგვას ვერავის ვურჩევ, მაგრამ ვეტყვი ერთ რამეს: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი შემოხაზეთ 36”, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს. აღნიშნული შეკრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები