მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო

07.05.24 15:05


რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო. ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში მიმდინარეობს. ფიცის დადებამდე კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა კირილმა დალოცა.

 

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება. ინაუგურაციას არ ესწრებიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები.

 

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები