ეკონომიკა
08.05.24 10:48
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა, რომელიც თბილისში გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.
„შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ სტუმრებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული საქართველოს საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენა/განვითარების დინამიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ექსპორტის წახალისების მექანიზმები, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში და ა.შ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს პარტნიორობას, მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან წლების განმავლობაში. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები თუ სხვადასხვა აქტივობები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ მუდმივად შეინარჩუნოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და საინტერესო იყოს, მათ შორის, გერმანული ბიზნესისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედრის ფარგლებში მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს გაუსვა - ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ კუთხით შესაბამისი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ვითარდება, რასაც სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოწმობს, 2023 წელს გერმანია იყო მე-4 ადგილზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების რაოდენობით, ხოლო 2024 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია.
ხაზგასმით აღსანიშნია, ასევე მზარდი დინამიკა ავიაციის სფეროში: 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ 64.2%-ით მეტი შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით, ხოლო 2023 წელს, 83.2%-ით მეტი მგზავრია გადაყვანილი, ვიდრე 2022 წელს”,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24