პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი - სუს-ის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში ბანდები დათარეშობენ, ახალგაზრდებს სცემენ, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე

08.05.24 14:15


სუს-ის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ბანდები დათარეშობენ და დაუდგენელი პირები ახალგაზრდებს სცემენ, ძალადობენ მათზე, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე. სამართალდამცავი ორგანოები რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირდაპირი მოვალეობა - დაიცვან საქართველოს მოქალაქეები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, სუს-ის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

 

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა უნდა დაიცვან მოქალაქეები იმ კრიმინალური ბანდებისგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ დავალებით ძალადობენ.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ ჩვენ მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ბანდები დათარეშობენ და დაუდგენელი პირები ახალგაზრდებს სცემენ, ძალადობენ მათზე, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე. სამართალდამცავი ორგანოები რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირდაპირი მოვალეობა - დაიცვან საქართველოს მოქალაქეები, დაიცვან იმ კრიმინალური ბანდებისგან, „ქართული ოცნების“ დავალებით რომ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე, გავიხსენოთ სატელეფონო ტერორის ბოლოდროინდელი მოვლენები და ა.შ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები