ანალიტიკა

აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით

09.05.24 12:15


აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ფაშინიანის ოპონენტებს - ამ ინფორმაციას სოხუმის სეპარატისტების ABKHAZIA CENTER ტელეგრამის არხი ავრცელებს.

 

„აფხაზეთის სომხური თემი მიესალმება სომხეთში ახალი პატრიოტული მოძრაობის გაჩენას ბაგრატ სრბაზანის (ბაგრატ გალსტანიანი - რედ.) ხელმძღვანელობით“, - ნათქვამია თემის განცხადებაში.

 

ასევე, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობდა მოძრაობას „ტავუში სამშობლოს სახელით“ და მოაწყო ეს მსვლელობა. აღინიშნა, რომ აქციას შეუერთდნენ „ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერებისა და ხელოვნების ადამიანები, ასევე დიასპორული ორგანიზაციები“. მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობა უკვდავი მებრძოლები და ტერორისტები არიან, რომლებიც ოცნებობენ ახალ ომზე და შურისძიებაზე ყარაბაღში დამარცხების გამო.

 

ბაგრატ გალსტანიანის რევანშისტული მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“ ეწინააღმდეგება „სომხეთის ხელისუფლების ცალმხრივ დათმობებს აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში“ და ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასაც. მოძრაობის მონაწილეები გეგმავენ 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მისვლას და ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის წაყენებას.

 

მართალია, გაუგებარია, როგორ არის შერწყმული დიდ სამამულო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღის სიმბოლიზმი სომეხ რევანშისტებთან მათ კერპთან - ნაცისტ კრიმინალ გარეგინ ნჟდესთან? თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მოძრაობას მხარს უჭერენ აფხაზი სომეხი ნაციონალისტები, მათ „სამამულო ომად“, როგორც ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს წინააღმდეგ ომი მიაჩნიათ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის მონაწილეობით, რომელიც, ყარაბაღის სომეხი მებრძოლების მსგავსად, გამოირჩეოდა ნაცისტური სისასტიკით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

 

ამ უკანასკნელთათვის კი 9 მაისი საერთოდ არ არის ნაციზმზე გამარჯვების დღე, არამედ 1992 წელს აზერბაიჯანის ქალაქ შუშას აღების დღეა. რევანშისტები, სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ჩანს.

 

ოფიციალური ერევანი კი ბაგრატ გალსტანიანს რუსული ინტერესების დირიჟორად მიიჩნევს. უფრო მეტიც, საზოგადო აქტივისტმა ჰოვსეპ ხურშუდიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიის მეშვეობით განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას, რომ კრემლის ზედამხედველობით, კერძოდ სოჭიდან და მოსკოვიდან, სომხეთში ასობით კრიმინალური ელემენტი ჩავიდა. მისი თქმით, მათი ჩამოსვლის მიზანია პროვოკაციების მოწყობა, არეულობის გაღვივება და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია.

 

მოგეხსენებათ, აფხაზეთის სომხური სათვისტომო მჭიდრო კავშირშია რუსეთში სომხურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, რომლის „უკანონობამაც“ ახლო წარსულში რუსეთის ხელისუფლებაც კი  „შეააწუხა“. დიდი ალბათობით, რუბენ თათულიანი, რომელიც მანამდე იძულებული იყო, „გაქცეულიყო“, კრიმინალური „სოჭის მეთვალყურეობის ქვეშ“, კვლავ ჰპოვებს თავისი თავის „გამოყენებას“ სომხეთის ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ის კი სომხური წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კრიმინალური ავტორიტეტია  აფხაზეთიდან, რომლის წინაშეც "ქედს იხრიდნენ" სოხუმში სეპარატისტი ლიდერები, მათ შორის მარიონეტი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანიაც.

 

დესტაბილიზაციაში მონაწილეობის პოტენციალი რევანშისტების ინტერესებიდან გამომდინარე სომეხ კრიმინალებს შორის რუსეთის ფედერაციაში და ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთში, ასევე პროვოკაციების განმახორციელებელ „კადრებში“ ჯერაც შემორჩენილია. ბაგრატ გალსტანიანის მოძრაობის მოკავშირე, გაუწონასწორებელი ქცევით გამორჩეულმა ბლოგერმა „დოგ“ უკვე განაცხადა, რომ მზადდება რადიკალური ნაბიჯები.

 

ამგვარად, დესგტაბილიზაციისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი პროცესების ჩასაშლელად შეიკრიბებიან სომეხი ტერორისტები და მებრძოლები აფხაზეთიდან, მათ შორის, ქართველი მოსახლეობისადმი მხეცური დამოკიდდებულებით ცნობილი ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის „ვეტერანები“ ფაქტობრივად, ბაგრატ გალსტანიანის მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“ იკრიბებიან ყველაზე პირსისხლიანი ჯალათები - მას შეუერთდა ლოს-ანჯელესში თურქეთის გენერალური კონსულის ტერორისტი-მკვლელი ამბიკ სასუნიანიც.

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 1162


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები