პოლიტიკა
09.05.24 14:20
დღეს ევროპის დღეა – დღე, როდესაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას აღნიშნავენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით.
სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. უფრო მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.
ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა. ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ განვაგრძობთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს აღიარების ტოლფასია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს, რომელიც ჩვენთვის ერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სიმბოლოა!“, – აღნიშნავს ილია დარჩიაშვილი.
1tv.ge
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24