ანალიტიკა

ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...

13.05.24 9:42


სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს დღეს მის კონტროლირებად ტერიტორიაზე თუნდაც ერთი ქართული ტაძრის არსებობას. არადა, აქ ათეულობით, თუ ასობით ქართული ეკლესიაა. ამ ტაძრებში შემორჩენილია ქართული წარწერები, ქართული ფრესკები და საფლავის ქვები, თუმცა ეს ფაქტები არ არის სარწმუნო სომეხი ფალსიფიკატორებისთვის. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ამ ეკლესიებს „სომხურ-ქალკედონურად“ მოიხსენიებენ იქ, სადაც მათ წინამორბედებს „დრო არ ეყოთ“ მათი სრული გასომხებისათვის. ასეთ ეკლესიებს, სადაც ფალსიფიკატორებმა „ძალისხმევა გასწიეს“ და გაანადგურეს ყოველგვარი ქართული კვალი და წარწერა, ჩანაცვლეს ისინი სომხურით, უბრალოდ „სომხური“ ეწოდება.

 

 

ერთ-ერთი ასეთი უნიკალური ქართული კულტურული და არქიტექტურული ძეგლი გახლავთ ქობაირის მონასტერი, რომელიც დღეს დანგრეულ მდგომარეობაში ეჩმიაძინის „ტყვეობაშია“. ინტერნეტში წავაწყდით ვიდეოს, საიდანაც შეგვიძლია შევაფასოთ ამ მონასტრის მთავარი ტაძრის მდგომარეობა:

 

ამ მონასტრის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეჩმიაძინმა და სომეხმა ისტორიის გამყალბებლებმა ეს ქართული სალოცავი დიდი ხნის წინ მიიტაცეს, მოახერხეს მასზე „მუშაობა“ და „სომხური“ უწოდეს. კერძოდ, ყველა სომხურ რესურსში წერია, რომ ქობაირი იმთავითვე „სომხური“ იყო, შემდეგ კი „სომეხ-ქალკედონელებს“ გადაეცა. განგებ არ წერენ, რომ ეს მონასტერი ქართული იყო.

 

მაგალითად, რუსულენოვან ვიკიპედიაში ქობაირის მონასტრის შესახებ სტატიაში, რომელიც ასახავს სომეხი ფალსიფიკატორების პოზიციას, წერია: „ქობაირის სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ნაგებობები მე-12-14 საუკუნეებით თარიღდება. მათ შორისაა ცენტრალური ტაძარი ერთი საზღვრით, ორი სამლოცველო, სამრეკლო-სამარხი, სატრაპეზო და სასაფლაო. მონასტრის კედლებზე სომხურ ენაზეა დაწერილი წარწერები, რომლებიც შესრულებულია მანა, სანამ იგი ქალკედონურ მონასტერად გადაიქცეოდა. მას შემდეგ, რაც ქობაირი ქალკედონელ სომხებს გადაეცა, მონასტერზე შესრულდა ქართული წარწერები“.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სომეხი ნაციონალისტები არც კი ახსენებენ იმას, რომ ქობაირის მონასტერი ოდესღაც ქართული იყო. ისინი ამბობენ, რომ ის  "სომხებიდა სომხებს" გადაეცა, მხოლოდ "ქალკედონიტ სომხებს". აშკარა ფაქტი კი, როგორიც არის ქართული ფრესკების არსებობა მონასტერში, აიხსნება იმით, რომ, როგორც ამბობენ, „ქალკედონელი სომხები“ იძულებით იწვევდნენ ქართველი მხატვრებს.

 

„მონასტრის ნანგრევები ცნობილია, პირველ რიგში, უნიკალური კედლის მხატვრობით - სომხური, ბიზანტიური და ქართული მხატვრობის ტრადიციებით შექმნილი ფრესკებით. კედლებზე ფრესკები შემორჩენილია დიდ და პატარა ეკლესიებში, რომლებიც ერთმანეთთან საერთო გადასასვლელითაა დაკავშირებული. ისინი მას შემდეგ მოხატეს, რაც შაჰანშაჰის მეუღლემ მონასტერი ქალკედონელ სომხებს გადასცა. ტაძრის ზემო დარბაზი მოხატულია სავარაუდოდ 1282 წელს, როცა ბერი გრიგოლის დაკვეთით ორი ეკლესიის სანავე მოიხატა. კვლევების თანახმად, პატარა ეკლესიაში ნახატები შაჰანშაჰის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1261 წელს გამოჩნდა. სამონასტრო კომპლექსის მთავარ ეკლესიაში ფრესკები, სავარაუდოდ, 1225-1250 წლებში შეიქმნა, უმალვე მას შემდეგ, რაც მონასტერი სომეხ ქალკედონელთა ხელში გადავიდა... ეკლესიის იკონოგრაფიული პროგრამის ძირითადი ბირთვი და მონასტრის  კარიბჭე ბიზანტიურია და აქ არ არის წარმოდგენილი სომხური და ქართული თემები. მონასტრის აფსიდაში გამოსახულია ღვთისმშობელი ტახტზე და „ზიარება“, მცირე ეკლესიაში - „დეესი“ და „ზიარება“. ბიზანტიურ და ქართულ მხატვრობაში ცნობილია მოციქულთა ზიარების მოტივები. ეს არის ხშირი მოტივი თანამედროვე ბიზანტიურ ფრესკებში და იშვიათი ფრესკა ქობაირიდან. მაშინდელი სომეხი მხატვრები სრულყოფილად არ იცნობდნენ ხელოვნების ამ ფორმას, ამიტომ ქართველი მხატვრები მოჰყავდათ ტაძრების დასახატავად“.

 

ასე „ცდილობენ თავი დაიძვრინონ“ გამყალბებლებმა, ცდილობენ მიითვისონ სხვისი მონასტერი, რაც უნებურად ჩრდილს აყენებს სომხების, როგორც „დიადი მხატვრების“ იმიჯს. ნუთუ „დიად“, „უძველეს“ და „მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ“ სომხებს, თუნდაც „ქალკედონელებს“ ხატვა არ შეეძლოთ?! ნუთუ უნდა მოეწვიათ „გამოუცდელი“ ქართველი მხატვრები?! გამოდის, რომ ქობაირის მონასტერში ფრესკები ქართულია!

 

სწორედ ქობაირის ფრესკებია დღეს ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ. ტაძრის გუმბათი ჩამოინგრა და 1971 წელს აღდგენილ უნიკალურ მხატვრობას სასწრაფო დახმარება სჭირდება, რადგან ფრესკები ფაქტიურად ღია ცის ქვეშაა. თუმცა, სომხეთის რესპუბლიკისა და ეჩმიაძინის ხელისუფლება პრინციპულად არ უშვებს მათ ხელში მყოფ ტაძარში არც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებს და არც ქართველ რესტავრატორებს. ამასობაში, ქართული სალოცავი და ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი ნადგურდება.

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 955


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები