ვოლფგანგ ბიუხნერი - გერმანია იზიარებს შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს

16.05.24 11:20


ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილის, ვოლფგანგ ბიუხნერის განცხადებას Tagesspiegel-ი ავრცელებს.

 

ბიუხნერი საქართველოს მთავრობას 2023 წელს აღებულ ვალდებულებას შეახსენებს და განუმარტავს, რომ "მსგავსი კანონი უპირობოდ გაიწვიოს".

 

„ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს. ჩვენ ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ ეს გზა ღიაა. თუმცა, ეს ძალიან მკაფიო მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა შეასრულოს და ამ გზაზე შეღავათები არ იქნება“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილემ.

 

 

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები