პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ

20.05.24 13:18


უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის. მისი თქმით, იგი დასცინის ქართველ ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ.

 

„რაც შეეხება გამოქვეყნებიდან ერთ დღეში გაუქმებას, ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მაჩნია. დასცინის ქართველ ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ დაცინვაა საერთოდ ქართველი ხალხის! ასევე, კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ ახლა უკვე პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. ეს ცალკე საუბრის თემაა. ტექნიკურად პროექტი წარმოდგენილია.

 

ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები