პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ჩაკეტილიყო მოლაპარაკებების ფორმატი და ქუჩაში როგორმე მუხტი აწეულიყო

21.05.24 12:01


პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ჩაკეტილიყო მოლაპარაკებების ფორმატი და ქუჩაში როგორმე მუხტი აწეულიყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანას უსაფრთხოება და გამჭვირვალობა არა ერთი დღით, არამედ მუდმივად სჭირდება.

 

„პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამჭვირვალობის და უსაფრთხოების არსებობას ეთანხმება, თუმცა უნდა, რომ ეს მხოლოდ ერთი დღით იყოს. პრეზიდენტს ვერ დავეთანხმებით, რომ ქვეყანას უსაფრთხოება და გამჭვირვალობა მხოლოდ ერთი დღე სჭირდება. ეს საჭიროა მუდმივად. რა თქმა უნდა, მისი ამ ფორმის ვეტო ნიშნავს, რომ როგორმე მოლაპარაკებების ფორმატი ჩაკეტილიყო და ქუჩაში მუხტი აწეულიყო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები