საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახური - 2023 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 42%-ითაა შემცირებული

21.05.24 15:24


,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ჯამში, 3765 ინსპექტირება განხორციელდა.

 

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1636 ობიექტი, განხორციელებული ინსპექტირებები კი 81 904 -მდე დასაქმებულ პირს შეეხო.

 

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით 23%-ით გაზრდილია იმ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა, რომელთაც სრულად გამოასწორეს გამოვლენილი დარღვევები პირველივე გადამოწმებისას.

 

ანგარიშში მითითებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია 42%-ით.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები