მეცნიერება
21.05.24 17:48
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან, სიუზან აკლანდ-ჰუდთან.
მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბრიტანულმა ორგანიზაციამ Times Higher Education-მა ((THE) საქართველოში აწარმოვა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს მხრიდან არის დიდი მზაობა და შესაძლებლობა საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების შემოსვლის. მინისტრი ასევე შეხვდა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს, სერ სტივ სმიტს, რომელთანაც ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან ისაუბრა საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების სასწავლო ვიზიტის განხორციელების შესახებ, რათა ბრიტანული მხარე უკეთ გაეცნოს საქართველოს შესაძლებლობებს და შედგეს რეალური თანამშრომლობა ქართულ და ბრიტანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მინისტრმა ამ კუთხით ბრიტანული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, მათ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის, ვიზიტის განხორციელებისა და ბაზარზე შემოსვლის მზაობა გამოთქვეს.
ოფიციალური მიღების დასასრულს გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი მდივანი და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველი, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში დაპატიჟა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Times Higher Education-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და ამ კუთხით ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1tv.ge
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24